LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეთრი სახლის პოლიტიკა აშშ-ს ეკონომიკას აფერხებს?

85

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა. ამჯერად ფონდი ქვეყნაში 2,1 %-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება, ნაცვლად 2,3%-ისა.

ანალოგიური პროგნოზი აქვს ფონდს 2018 წლისთვისაც. მანამდე IMF ამერიკის შეერთებულ შტატებში 2018 წელს 2,5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებდა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი პროგნოზის გაუარესების ერთ-ერთ მიზეზად თეთრი სახლის პოლიტიკას ასახელებს. სავალუტო ფონდი აღნიშნავს, რომ შტატებს უჭირს მოერგოს გამოწვევებს, რომელიც ტექნოლოგიებიდან და დემოგრაფიული ცვლილებებიდან მოდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები