LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თევან ციხელაშვილმა ცხინვალის იზოლატორიდან გუშინ გათავისუფლებული ამირან გუგუტიშვილი კლინიკა მოინახულა

57

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ცხინვალის იზოლატორიდან გუშინ გათავისუფლებული ამირან გუგუტიშვილი კლინიკა „გორმედში“ მოინახულა.

„ექიმებმა განმიცხადეს, რომ ამირან გუგუტიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი და სტაბილურია და მის სიცოცხლეს არანაირი საფრთხე არ ემუქრება. აქ მოსვლით ჩემი მხარდაჭერა გამოვხატე მის მიმართ, მისი ოჯახის მიმართ და კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებ, რომ აბსოლუტურად მიუღებელია ადგილობრივების უკანონო დაკავება, მით უმეტეს, როდესაც ადამიანი ხანშიშესულია და ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. იგი საკუთარ ნაკვეთში იმყოფებოდა საყოფაცხოვრებო მიზნებით, როდესაც უკანონოდ დააკავეს. რაც შეეხება გუგუტიშვილის დაზიანებების მიღების გარემოებებს, ჩანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზა, რომელიც უფრო ნათელ სურათს მოგვცემს. ჩვენი მხრიდან, კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება ის, რომ ამ საკითხს აუცილებლად დავაყენებთ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვდრაზე 2 მარტს ერგნეთში, რამდენადაც ფაქტია ის, რომ ეს ადამიანი იყო უკანონოდ დაკავებული, ამ პერიოდში გაუჩნდა გარკვეული ფიზიკური დაზიანებები“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები