LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თევზის ქონის რეგულარული მიღება წონის კლებაში დაგეხმარებათ

4457

ყოველდღიურ პრაქტიკაში ხშირად ვაწყდებით შემთხვევებს, როცა მშობლები შვილებს თევზის ქონს მადის გასაძლიერებლად აძლევენ. ცნობილია, რომ თევზის ქონის შემცველი პრეპარატები  ფანტასტიკური საშუალებაა უჭმელი და წონის დეფიციტის მქონე პატარებისთვის. აღმოჩნდა, რომ თევზის ქონს სხვა განსაკუთრებული თვისებებიც გააჩნია და ის დიდებისთვისაც აუცილებელია. მოდით ვნახოთ რატომ:

  • თევზის ქონი წონის კლებაში გეხმარებათ

პირველ რიგში თევზის ქონი შეიცავს ვიტამინს, ომეგა 3-ს, რომელიც შეუცვლელია თავისი თვისებებით. ამავე დროს, თევზის ქონი შეიცავს ისეთ ცხიმებს, რომელსაც ორგანიზმი თავად ვერ გამოიმუშავეს და ისინი მხოლოდ საკვებიდან უნდა მივიღოთ. ის უნიკალურია იმით, რომ არ გარდაიქმნება ცხიმებად და მეტიც, ეხმარება ორგანიზმს ზედმეტი ცხიმების წვაში. ცნობილია, რომ თევზის ქონი გავლენას ახდენს ინსულინის ჰორმონზე, რომლის მოჭარბებული დოზაც წონის კლებას უშლის ხელს.

  • თევზის ქონი ხელს უწყობს კუნთოვანი სხეულის ფორმირებას

ეს თეორია მას შემდეგ დადასტურდა , რაც მეცნიერებმა ხანგრძლივი კვლევა ჩაატარეს. გამოიკვეთა, რომ თევზის ქონის სისტემატიური მიღება კუნთების ფორმირებას უწყობს ხელს.

  • თევზის ქონი ამცირებს ანთებით პროცესებს ორგანიზმში

ამ უნიკალურ ეფექტს მას შემდეგ იგრძნობთ, რაც თევზის ქონს სისტემატიურად მოიხმართ. მეცნიერები ამბობენ, რომ ცხიმის წვის პროცესი პირდაპირპროპორციულია ხშირ ანთებით პროცესებთან. რაც ნაკლებია გაცხიმოვნება ადამიანის ორგანიზმში, მით მეტად მდგრადია ის ინფექციების მიმართ. ამდენად თევზის ქონი ერთდროულად ორი მიმართულებით მუშაობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები