LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

The Fashion Awards 2016: მოდის საუკეთესო მოღვაწეები გამოვლინდნენ

57

გასულ საღამოს ალბერტ-ჰოლში ცერემონია The Fashion Awards-2016 გაიმართა. დიზაინერების ბრიტანულმა საბჭომ მოდის სფეროში ყველაზე წარმატებული მოღვაწეები გამოავლინა, მათ შორის იყვნენ შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებიც: ლედი გაგა, ჯარედ ლეტო, ნაომი კემპბელი, კეიტ მოსი, დონატელა ვერსაჩე, სელმა ჰაიეკი, კეიტ ბეკინსეილი და სხვები.

პირველად, 27 წლის განმავლობაში ცერემონიაზე დასასწრები ბილეთები ფართო მასებისთვისაც ხელმისაწვდომი გახდა.

The Fashion Awards 2016-ის ლაურეატების სია ასე გამოიყურება:

„მამაკაცის ტანსაცმლის საუკეთესო დიზაინერი“ – კრეიგ გრინი

„ქალის ტანსაცმლის საუკეთესო დიზაინერი“ – სიმონ როშა

„იზაბელა ბლოუს პრემია“ – ბრიუს ვებერი

„ბრიტანული ბრენდი“ – Alexander McQueen

„საერთაშორისო ბიზნეს-ლიდერი“ – მარკო ბიზარი Gucci-სთვის

„საერთაშორისო საქალაქო ბრენდი“ – Vetements

„მოდის სტილი“ – უილოუ და ჯეიდენ სმიტები

„საერთაშორისო მოდელი“ – ჯიჯი ჰადიდი

„აქსესუარების საერთაშორისო ურთიერთობა“ – ალესანდრო მიკელე Gucci-ისთვის

„საუკეთესო დიზაინერი პრეტ-ა-პორტე“ – დემნა გვასალია Balenciaga-სთვის

„Swarovski-ს პრემია“ – ფრანკა სოცანი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები