LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

The Revenant ბრიტანული კინოს დაჯილდოების ტრიუმფატორი გახდა

74

კვირას ღამით, ბრიტანული კინოს დაჯილდოების გრანდიოზულ ცერემონიას ლონდონის სამეფო ოპერის თეატრმა უმასპინძლა. წლის ტრიუმფატორი კვლავ ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუს ფილმი “გადარჩენილი”  The Revenant გახდა, რომელმაც BAFTA-ს 5 ნომინაციაში გაიმარჯვა. მათ შორის ესაა წლის ფილმი, წლის რეჟისორი, წლის კინომატოგრაფი და ვიზაჟი. წლის საუკეთესო მსახიობი მამაკაცი ლეონარდო დიკაპრიო გახდა. საუკეთესო ბრიტანულ ნამუშევრად კი, ჯონ კროულის ფილმი „ბრუკლინი“ დასახელდა.

რაც შეეხება სხვა ნომინაციებს, როგორც მოსალოდნელი იყო, ქალის მთავარი როლის შემსრულებლის ნომინაციაში ბრი ლარსონმა გაიმარჯვა ფილმით „ოთახი“. მსახიობი ცერემონიას ვერ დაესწრო, რადგან ავსტრალიაში გადაღებებზე იმყოფებოდა.  ქალის მეორეხარისხოვანი როლისთვის BAFTA ქეით უინსლეტს ერგო „სტივ ჯობსში“ შესრულებული როლისთვის, ხოლო კაცის მეორეხარისხოვანი როლისთვის პრიზი მარკ ლაირენსს გადაეცა ფილმისთვის “ჯაშუშური ხიდი“. მსახიობი ცერემონიაზე არ იმყოფებოდა, მის ნაცვლად სცენაზე სტივენ სპილბერგი გავიდა. საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის ბრიტანული კინოს მთავარი ჯილდო გადაეცა ადამ მაქეის ფილმს „თამაში დამცირებაზე“. წლის დოკუმენტური ფილმის ნომინაციაში ემი ვაინჰაუზის შესახებ გადაღებულმა ფილმმა „ემიმ“ გაიმარჯვა.

სპეციალური BAFTA კინოს განვითარებაში შტანილი შეუფასებელი წვლილისთვის სიდნი პაუტიესა და ბრიტანული თეატრის კოსტიუმების დასს გადაეცა, რომელიც წელს 175 წლის იუბილეს აღნიშნავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები