LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

The Times–ის საუკეთესო ქალაქების რეიტინგში ქუთაისი შევიდა

119

ბრიტანულმა გამოცემა The Times–მა უქმეების გასატარებლად მსოფლიოს 30 საუკეთესო ქალაქი გამოავლინა.

პირველი ადგილი ხორვატიის ქალაქმა ზადარმა დაიკავა, სადაც ისტორიული ნაწილი კარგად არის შენარჩუნებული. გარდა ამისა, The Times–ის რედაქტორები აღნიშნავენ, რომ ქალაქში საკმარისად ბევრი კაფე და სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოა.

მეორე ადგილი სიაში მაკედონიურ ოჰრიდს ერგო, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შესული. აქ მეფე სამუელის ციხესიმაგრისა და ორჰიდის ტბის ნახვაა შესაძლებელი.

სამეულს კიდევ ერთი ხორვატიული ქალაქი, პულა ასრულებს. აქ ტურისტებს გასაოცრად კარგად შემონახული ამფითეატრისა და ცენტრალური ბაზრის ნახვას ურჩევენ.

ათეულში ასევე ფრანგული ქალაქი დინარი, მინსკი, ვარნა, იტალიური ოლიბია, ბრატისლავა, მალმიო და ესპანური ხერესი შედიან. საინტერესოა, რომ სიაში ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან ქალაქი ქუთაისი (მე–19 ადგილი) და ესტონური ტალინი (27-ე ადგილი) მოხვდნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები