LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

The Wrap-ის წლის 12 საუკეთესო ფილმს შორის “ჩემი ბედნიერი ოჯახიც” მოხვდა

56

ცნობილმა ამერიკულმა გამოცემამ “THE WRAP” წლის 12 საუკეთესო ფილმი დაასახელა, რომელთა შორისაც რეჟისორების ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის  ქართული ფილმი “ჩემი ბედნიერი ოჯახიც” მოხვდა, ია შუღლიაშვილის თამაშს კი გამოცემამ წლის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი შესრულება უწოდა.

წლის საუკეთესო ფილმებს შორის ისეთი კინოსურათები დაასახელდა, როგორებიც არის –  Get Out, The Shape of Water, Lady Bird, Dunkirk,Call Me By Your Name და ა.შ.

ნანას და სიმონის ” ჩემი ბედნიერი ოჯახი”  ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ქართული ფილმია. ფილმის სიუჟეტი თბილისური ოჯახის გარშემო ვითარდება, რომელშიც სამი თაობის წარმომადგენლები ერთ ჭერქვეშ ცხოვრობენ. მოვლენების ცენტრში ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მანანა მხეიძეა, რომელიც ერთ დღეს საკუთარი ცხოვრების შეცვლას მოინდომებს.

ფილმის რეჟისორების თქმით, სურათის მთავარი თემა — ესაა ქალის როლი ქართულ ოჯახში და ახლობელი ადამიანების დამოკიდებულება მისი პირადი სურვილებისა და მისწრაფებებისადმი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები