LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

TI წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ტენდენციაზე საუბრობს

39

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“  წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ტენდენციაზე საუბრობს.

ორგანიზაციამ საარჩევნო გარემოს მონიტორინგის შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც კონკრეტულ დარღვევებზე არის საუბარი.

ანგარიშის მიხედვით, ფაქტობრივად ყველა რეგიონში ადგილი ჰქონდა მმართველი პარტიის მიერ საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული ადამიანების მასშტაბურ მობილიზებას. გარდა ამისა, საუბარია ბაგა-ბაღების დირექტორების მიერ მხარდამჭერთა სიების შეგროვებაზეც.

ორგანიზაცია პროკურატურას მოუწოდებს, აღნიშნულ ფაქტზე დაიწყოს გამოძიება.

მონოიტორინგისას დაფიქსირდა ისეთი შემთხვევაც, როცა მმართველი პარტია სოფელ ირგანჩაიში ხმების მისაღებად მოსახლეობას ყურანზე დაფიცებას აიძულებდა.

შსს-ს ცნობით, ამ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.

არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშში საუბარია, ასევე, ონლაინაგიტაციის შემთხვევებზეც,  როცა საჯარო მოხელეები ფეისბუქის საშუალებით აწარმოებენ აგიტაცია-პროპაგანდას.

საბოლოო ანგარიშს ორგანიზაცია ნოემბერში გამოაქვეყნებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები