LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თიანეთში, როგორც ამას ადასტურებს ფაქტები, შედეგები ჩარევის შედეგად შეიცვალა – ანა ნაცვლიშვილი

100

თიანეთის მერობის კანდიდატის, თამაზ მეჭიაურის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაიცავს. თამაზ მეჭიაური ბათილად ცნობილი ბიულეტენების აღდგენის შესახებ თიანეთის საოლქო-საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, როგორც ფაქტები ადასტურებს, შედეგი ჩარევის შედეგად იქნა შეცვლილი.

”საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ჩაერთო დავაში და წარმოადგენს ბატონი თამაზ მეჭიაურის ინტერესებს, ვინაიდან 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები თიანეთის ოლქში, როგორც ამას ადასტურებს ფაქტები, იქნა ჩარევის შედეგად შეცვლილი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აქ საარჩევნო კანონმდებლობის ძალიან სერიოზულ დარღვევებს აქვს ადგილი და იკვეთება ქმედებები, რომელიც შესაძლოა ასევე წარმოადგენდეს სისხლის სამართლის დანაშაულს. ამიტომ, დღეს ჩვენ შეგვაქვს სარჩელი სასამართლოში და ვითხოვთ თიანეთის ოლქის მიერ მიღებული ორი განკარგულების ბათილად ცნობას. ასევე, ჩვენ მივმართავთ პროკურატურას რათა დაინტერესდეს ამ ფაქტებით.

ჩვენ ბატონი მეჭიაურის ინტერესებს წარმოვადგენთ დავაშიც, რომელიც ერთ-ერთმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ წამოიწყო და ბატონი თამაზი ჩართულია მესამე პირად. ჩვენ ვითხოვთ, რომ გაერთიანდეს ეს დავები და არ შეიძლება იგი მესამე პირად იყოს ჩართული. ეს ორგანიზაციაა ”დემოკრატიული ინიციატივების საერთაშორისო ცენტრი”. ეს ორგანიზაცია არავისთვის არის ცნობილი. მათი მოთხოვნა არის საეჭვო. ისინი წარმოდგენილი იყვნენ უბანზე, თუმცა არანაირი პრეტენზია არ დაუფიქსირებიათ. მას შემდეგ რაც გაიგეს, რომ ჩავერთეთ პროცესში, ორგანიზაციამ მოითხოვა მე-20 უბნის შედეგების ბათილობა და ამას ხსნიან იმით, რომ გამგებელი იყო უბანზე, თუმცა მთელი დღის განმავლობაში ეს პრეტენზია არ დაუფიქსირებიათ”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები