LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თიანეთში თანასოფლელმა მამაკაცი მოკლა

34

თიანეთში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, შუახნის მამაკაცი თანასოფლელმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.

მკვლელობის მიზეზი ურთიერთშელაპარაკება გახდა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბოროტმოქმედი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შსს-ს ინფორმაციით,  სავარაუდო დამნაშავე სამართალდამცველებს დადგენილი ჰყავთ და ამჟამად შესაბამისი ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 108-ე და 236-ე მუხლებითაა აღძრუ ლი, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები