LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”თიბისი ბანკი” ბიზნესკომპანიებს უფასოდ დაატრენინგებს

46

საგადასახადო კოდექსში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით, ”თიბისი ბანკი” მცირე და საშუალო ბიზნესკომპანიებს უფასო ტრენინგს შესთავაზებს.

როგორც ”ფორტუნას” ბანკიდან აცნობე, მმართველ პოზიციებზე დასაქმებულ პირებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ ვებ-გვერდზე http://tbcbusiness.ge/ -ზე და გაიარონ ”თიბისი ბანკის” მიერ დაფინანსებული ტრენინგი საგადასახადო საკითხებზე ამ დარგის საუკეთესო სპეციალისტისგან.

”სამსაათიანი ინტენსიური კურსი, რომელიც მოიცავს საგადასახადო კოდექსში შესულ ცვლილებებს, კერძოდ მოგების გადასახადის შეცვლას, დაეხმარება მცირე და საშუალო ორგანიზაციებს, ადვილად ადაპტირდნენ ახალ კანონმდებლობასთან. გარდა ამისა, ”თიბისი ბანკი” ბიზნესის წარმომადგენლებს სთავაზობს ტრენინგებს მენეჯმენტის ისეთ მნიშვნელოვან დარგებში, როგორიცაა: ინტერნეტ მარკეტინგი, დაგეგმვა, ბიუჯეტირება და ინოვაციების მართვა . ტრენინგების მიზანი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, მართვის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და გაძლიერებაა”, – აცხადებენ ”თიბისიში”.

მათივე ცნობით, ტრენინგში მონაწილე პირები შეძლებენ ცოდნის გაღრმავებას კონკრეტულ სფეროში, მართვის უნარჩვევების გაუმჯობესებას, ფინანსების სწორად მართვასა და ტექნოლოგიური სერვისების სწორად გამოყენებას.

ტრენინგში მონაწილეობა ყველას შეუძლია, მიუხედავად იმისა, სარგებლობს თუ არა ”თიბისი ბანკის” მომსახურებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები