LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”თიბისი ბანკი” რეგიონებში მცხოვრებ ფერმერებს აგროფორუმებში მონაწილეობას სთავაზობს

74

”თიბისი ბანკი” საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ ფერმერებს აგროფორუმებში მონაწილეობას სთავაზობს. ბანკის ინფორმაციით, პირველი ასეთი ფორუმი კახეთში, კერძოდ, თელავში უკვე გაიმართა, სადაც აგროსექტორით დაინტერესებულმა პირებმა მეცხოველეობის ფერმების, რძის პროდუქციის წარმოების, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნის, მისი უპირატესობებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ მიიღეს ინფორმაცია.

აღსანიშნავია, რომ აგროფორუმებზე დასწრება თავისუფალია და მასზე ადგილობრივ ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ, მათთვის საინტერესო და აქტუალურ კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღონ დარგის ექსპერტებისაგან. ფორუმის თემები რეგიონების სპეციფიკიდან გამომდინარე განსხვავებული იქნება.

”ჩვენი მიზანია, საქართველოს ყველა მხარე მოვიცვათ. ვიწვევთ დარგის სპეციალისტებს, რომლებიც სოფლის მეურნეობით დაინტერესებული პირებისთვის აქტუალურ საკითხებს განავრცობენ, ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდიან მათ და პრაქტიკულ რჩევებსაც მისცემენ“, – განაცხადა ”თიბისი ბანკის” აგრობიზნესის მართვის ხელმძღვანელმა, ვეფხვია ლომინაშვილმა.

მისივე თქმით, აგროფორუმები ერთადერთი პროექტი არ არის, რომელსაც ”თიბისი ბანკი” აგროსექტორის განვითრების მხარდასაჭერად ახორციელებს. ”ეს მხარდაჭერა მოიცავს ფერმერებისთვის როგორც აგროპროდუქტების შეთავაზებას, ისე ტრენინგებსა და კონსულტაციებს, რაც მათთვის რჩევებისა და უახლესი ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობს”, – აცხადებენ ბანკში.

კახეთის შემდეგ აგროფორუმები უკვე საქართველოს სხვა რეგიონებში გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები