LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”თიბისი ბანკმა” აზიის განვითარების ბანკისგან 100,5 მლნ დოლარის ფინანსური მხარდაჭერა მიიღო

33

”თიბისი ბანკმა” აზიის განვითარების ბანკისგან 100 მილიონ 500 ათასი დოლარის ფინანსური მხარდაჭერა მიიღო.

”თიბისი ბანკის” გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ და აზიის განვითარების ბანკის ფინანსურმა დირექტორმა, რაინერ ჰატერმა დღეს სამ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.

პირველი ხელშეკრულების მიხედვით, ”თიბისი ბანკი” 10 წლიან სუბორდინირებულ სესხსს მიიღებს 50 მილიონი დოლარის ოდენობით. აღნიშნული რესურსი ბანკის მეორად კაპიტალს გააძლიერებს და ხელს შეუწყობს ბანკის მომდევნო წლებში განვითარებას. მეორე ხელშეკრულებით, აზრიის განვითარების ბანკი 5 წლიან 50 მილიონი დოლარის რესურსს გამოყოფს , რომელიც ”თიბისი ბანკს” მისცემს საშუალებს, საქართველოს რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსება განაგრძოს.

როგორც შეხვედრაზე გახდა ცნობილი, ორივე რესურსი ”თიბისი ბანკისთვის” ევროში, დოლარში ან ლარშია ხელმისაწვდომი. მესამე ხელშეკრულება კი, მხარეებს შორის ტექნიკური დახმარების გრანტია 500 ათასი აშშ დოლარის ოდენობით, რომლის საშუალებითაც აზიის განვითარების ბანკი ხელს შეუწყობს ”თიბისი ბანკის” მცირე და საშუალო ბიზნეს აკადემიის განვითარებას.

როგორც ბანკში აცხადებენ, ეს ინოვაციური პროექტი ტრენინგებსა და საკონსულტაციო სერვისს უზრუნველყოფს, რათა ბიზნეს უნარები აამაღლოს და მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის საქართველოს მასშტაბით ახალი შესაძლებლობები შექმნას.

”ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ვაძლიერებთ ჩვენს ურთიერთობას ”თიბისი” ბანკთან და ხელს ვუწყობთ ეკონომიკის განვითარებას საქართველოს რეგიონებში. ამით წვლილი შეგვაქვს ქვეყანაში ბიზნესის შემოსავლისა და დასაქმების დონის ამაღლებაში”, – განაცხადა აზიის ბანკის გენერალურმა დირექტომა კერძო სექტორი ოპერაციების სფეროში, ტოდ ფრილენდმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები