LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თიბისი დაზღვევამ ელიავას ბაზრობისთვის მიყენებული ზარალი 52 170 ლარით აანაზღაურა

72

2 ივლისს, ე.წ. ელიავას ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად შპს “გუჯუჯისთვისთვის” მიყენებული ზარალი, ”თიბისი დაზღვევამ” აანაზღაურა. როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, ელიავას ბაზრობის ტერიტორიის ნაწილი, კერძოდ 850 კვ.მ ფართზე განლაგებული 30-მდე მაღაზია, რომელიც შპს. „გუჯუჯს“ ეკუთვნოდა, ”თიბისი დაზღვევაში” იყო დაზღვეული.

”კომპანიას დაზღვეული ჰქონდა როგორც ქონება, ისე ბიზნესსაქმიანობის შეწყვეტის რისკიც, ამიტომ დაზარალებულს მიყენებული ზარალი მაქსიმალურად აუნაზღაურდა და ანაზღაურების მოცულობამ  52 170 ლარი შეადგინა.  შპს „გუჯუჯის“ დაზიანებული შენობის კონსტრუქციული ელემენტების აღდგენის სამუშაოების განხორციელება უკვე დაიწყო და ის სავარაუდოდ 2 კვირაში დასრულდება”, – აცხადებენ ”თიბისი დაზღვევაში”.

მათივე ინფორმაციით, ”თიბისი დაზღვევაში” ქონების დაზღვევისას, ბიზნესის მფლობელებს შეუძლიათ შენობის კონსტრუქციის, რემონტის და მარაგების დაზღვევა ერთად ან ცალ-ცალკე. ასევე შესაძლებელია საქმიანობის  შეფერხებისგან დაზღვევაც. ეს იმ ზარალის ანაზღაურებას გულისხმობს, რაც კომპანიას ქონების განადგურების გამო, საქმიანობის იძულებით შეწყვეტის შედეგად შეიძლება მიადგეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები