LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თიბისის და რესპუბლიკას ტექნიკური მიგრაცია დასრულდა

50

„თიბისი ბანკისა“ და „ბანკი რესპუბლიკას“ გაერთიანების პროცესი დასრულდა.

„უკვე დღეიდან, „ბანკი რესპუბლიკას“ მომხმარებლები „თიბისი ბანკის სრულფასოვანი კლიენტები არიან. მათ წვდომა აქვთ „თიბისი ბანკის“ პროდუქტებისა და სერვისების სრულ სპექტრზე, მათ შორის, ისეთ ინოვაციურ პროდუქტებსა და სერვისებზე, როგორებიცაა საუკეთესოდ აღიარებული „თიბისი ბანკის“ ინტერნეტ და მობაილ ბანკი, სადეპოზიტე და საკრედიტო პროდუქტების მრავალფეროვანი არჩევანი და ფილიალებისა და ბანკომატების ფართო ქსელი”, – აცხადებენ ”თიბისი ბანკში”.

მათივე ინფორმაციით, წარმატებით განხორციელდა ორი ბანკის ტექნიკური მიგრაცია, რომელიც 6 და 7 მაისს მიმდინარეობდა, შედეგად უკვე ყველა სახის საბანკო სერვისი სრულად ხელმისაწვდომია, როგორც „თიბისი ბანკის“, ისე „რესპუბლიკის“ მომხმარებლებისთვის. კლიენტებს მომსახურების მიღება შეუძლიათ, როგორც „თიბისი ბანკის“, ისე „ბანკი რესპუბლიკის“ ყველა ფილიალში.

შეგახსენებთ, შერწყმის შედეგად, „თიბისი ბანკმა“ მნიშვნელოვნად გაიძლიერა პოზიციები ბაზარზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები