LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თიკა ფაცაცია საახალწლო სურვილებს შემდეგ წლამდე შეინახავს (ფოტოგალერეა)

79

თიკა ფაცაცია „Hotel Coste“-ში შვილებთან ერთად გვესტუმრა. თიკას სამი ბიჭი ჰყავს და „ფორტუნას“ საახალწლო გადაღებაზე შუათანა და უმცროს შვილებთან ერთად მოვიდა.

თიკა ფაცაცია:

სადღაც 8-9 საათისთვის გვსტუმრობს სანტა კლაუსი, რომელიც ჩემს შვილებს აჯილდოვებს კარგი ბიჭობისა და მოქცევისთვის. თუ მოხდა ისე, რომ ბავშვებმა არ დაიძინეს 12 საათამდე, ერთად ვხვდებით ახალ წელს. შემდეგ მე ვიწყებ მუშაობას. ვცდილობ, ახალ წელს შინ შევხვდე, თუნდაც ათ წუთს, თუკი ამისი შესაძლებლობა მაქვს. ახლა მომიწევს „რუსთავი 2“-ის საახალწლო კონცერტზე ყოფნა, მისი წამყვანი ვარ და ვიქნები იქ, სადაც მთელი საქართველოა, ასე რომ, ახალ წელს ჩემს კოლეგებთან ერთად შევხვდები.

საახალწლო სურვილების ჩაფიქრების ტრადიცია გაქვს?

შარშან ყველამ ჩამოვწერეთ საახალწლო სურვილები, შევფუთეთ და დავმალეთ. ახალი წლის ღამეს გავხსნით ამ ძველ სურვილებს, ვნახავთ – რა ახდა და რა არა და მერე ახალ სურვილებს დავწერთ, ისევ შევინახავთ შემდეგ 31 დეკემბრამდე. პატარ-პატარა მიზნებსა და ოცნებებს ვწერთ, მერე საინტერესო წასაკითხია, რადგან ზოგჯერ გავიწყდება, ნაწილი რომ სრულდება, ესეც გახარებს.

ვფიქრობ, ახალი წელი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია. როცა იზრდები, შესაძლოა, ცოტა კარგავს პეწს, მაგრამ შვილები რომ გაგიჩნდება, ისევ გიხარია ახალი წლის დადგომა – ჩემს შვილებთან ერთად მოვრთე სახლი, მათ გაოცებულ სახეებს რომ ვუყურებდი, გავიფიქრე, რომ როგორც ჩანს, ახალი წლის სიხარული ჩვენს შვილებში აგრძელებს ცხოვრებას.

შემდეგ წელს რას გააკეთებ, დაგეგმილი გაქვს?

მთავარია, იყოს სიახლეებით, საინტერესო მოვლენებით დატვირთული წელიწადი, როგორც კარიერით, ასევე პირადი ცხოვრების ყოველდღიურობის თვალსაზრისით. ვცდილობ, ჩემი ცხოვრება იყოს მრავალფეროვანი. ახლა ჩავსხდებით მანქანაში და ღამის თბილისის თავგადასავალს მოვიწყობთ ბავშვებთან ერთად, ხვალ კიდევ რაღაცას მოვიფიქრებთ და ასე… (იღიმის).

ფოტოგრაფი: დათუნა აგასიScreenshot_1

გადაღების ადგილი: Hotel Coste

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები