LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თიკა ფაცაციამ და დათო გომართელმა ინგლისურენოვანი დუეტი ჩაწერეს

344

თიკა ფაცაციამ და დათო გომართელმა დუეტი ჩაწერეს. მისი პრემიერა მალე ერთ-ერთ ტელეგადაცემაში შედგება. სიმღერა დათო ევგენიძემ დაწერა, ტექსტი მასა და თიკა ფაცაციას ეკუთვნით. დათოსა და თიკას ერთობლივი სიმღერა ძალიან პოზიტიური და საცეკვაო გამოვიდა. სიმღერის სახელწოდებაა „I’m Gonna Smile“.

თიკა ფაცაცია:

ერთ-ერთ საღამოს მე და დათო ვმუშაობდით ერთად. იქ გაჩნდა დუეტის იდეა, მაგრამ რადგან დრო აღარ იყო უკვე, გამზადებული ძველი სიმღერა შევასრულეთ, 70-იანი წლების. მსმენელმა კარგად მიიღო, ამიტომ გადავწყვიტეთ დუეტის ჩაწერა, თუმცა ახალ სიმღერაზე. დათო ევგენიძემ დაწერა მელოდია, ტექსტის ჩანასახიც უკვე ჰქონდა ინგლისურ ენაზე და გადავწყვიტეთ, რომ მთელი სიმღერა ბარემ ინგლისურად ყოფილიყო, მე და დათო ევგენიძემ დავწერეთ ტექსტი.

კლიპსაც გადაიღებთ?

სიმღერა ისეთია, აშკარად ითხოვს კლიპს, თუმცა ჯერ არ გამოვიდა. განწყობა, მელოდია მოაქვს, აყოლაც მოგინდება. კარგად გმუხტავს. მოკლედ, გამოვიდა, რომ დათო ევგენიძის სიმღერა დათო გომართელთან ერთად შევასრულე (იღიმის).

სხვა მხრივ რა ხდება შენს შემოქმედებაში?

ვმუშაობ პროექტზე, მაგრამ ჯერ პროცესი მიმდინარეობს, ამიტომ ჯერ ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ იქაც დათო ფიგურირებს (იღიმის).

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები