LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თიკა ჯამბურია „ბარბარე მანტკავას“: „ჩემს ერთ ნათესავს თამაშობ!..“

96

„აი, გაიღვიძა მეგრელმა ქალმა“, „მეგრელმა გოგომ რომ მითხრას გამარჯობა, „სრაზუ“ დავატყამ, „ეს ისეთია, სექსის მერეც ქალიშვილი იქნება“, „ბარბარე ყოფილა ნაღმი“, „ვერ მოსთხოვა კატეგორიულად, თავი დაანებეო?“, „მაქსიმეს წამში გაუიასნა“ – ასეთი კომენტარები და სეფასებები მოჰყვა ინტერნეტში „ჩემი ცოლის დაქალების“ გუშინდელ სერიას. მაქსიმე გობრონიძეს კვაზი მანტკავას ხალხმა უცბად გააცნობიერებინა, რომ კვაზი მანტკავას შვილიშვილი, ბარბარე აუცილებლად უნდა მოიყვანოს ცოლად, ყველაფერი კი ერთი კოცნით დაიწყო… ბარბარე მანტკავამ მაქსიმეს კატეგორიულად მოსთხოვა, თავი დაანებოს გოგოს, რომელთან ერთადაც დადის…

მარიშკა ჯავახაძემ, რომელიც პოპულარულ სერიალში ბარბარე მანტკავას ასახიერებს, გადაღებიდან ფოტო დადო, რომელსაც გამოხმაურებები მოჰყვა.

ნატალია ქუთათელაძე: „ჩემი ოცნებაა, გავიგო სახლის მეპატრონის ვინაობა“.

თიკა ჯამბურია: „მე მყავს მეგრელი ნათესავები, ესეთი სახელებით, დედას გეფიცებით, აჰაჰაჰააჰჰა. რა მემართება, სერიალს რომ ვუყურებ, ვერ აგიღწერთ. სად იშოვეთ ეს ხალხი თავისი სადარბაზოს ჩუქურთმებიანი კარებებით!. ვაიმე, მარიშკა, ჩემს ერთ ნათესავს თამაშობს, მართლა ოღონდ. დღეს მთელი ოჯახი ვტიროდით სიცილით, ისე ერთი ერთშია ყველაფერი…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები