LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თიკა ჯამბურია: „შეეშვით სხვის ცხოვრებაში და აზრებში უტაქტო ჩარევას“

43

თიკა ჯამბურია „მძიმე კაცს“ სტუმრობდა. ჯერჯერობით „ტაბულას“ ეთერში მხოლოდ ანონსი ტრიალებს, სადაც მომღერალი ამბობს, რომ გარკვეული მიზეზის გამო ეკლესიაში აღარ დადის. ამ თემაზე საინფორმაციო პორტალებმა ნიუსი დაწერს, რასაც თიკა ჯამბურია საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე გამოეხმაურა.

„რა საშინელებაა, როდესაც რაღაცას გულწრფელად ამბობ… და ჟურნალისტები ამას საკუთარი რეიტინგის გამო და საკუთარი პიარის გამო ისე ფუთავენ, რომ ხალხის აგრესია გამოიწვიონ. ზოგადად, რელიგია და რწმენა იმდენად პირადულია, რომ არ ღირს ამ თემაზე ამდენი საუბარი… მე ვარ მორწმუნე ისე, როგორც მე შემიძლია და მე მიყვარს ჩემი სარწმუნოება. ეცადეთ გაავლოთ ზღვარი თქვენს გამოგონილს და რეალობას შორის. შეეშვით სხვის ცხოვრებაში და აზრებში უტაქტო ჩარევას“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები