LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თიკა ჯამბურიამ თავის ახალ სიყვარულზე ილაპარაკა – „ეს ბოლო პერიოდია გადავწყვიტეთ, რომ ერთმანეთი ძალიან მოგვწონს…“

54

თიკა ჯამბურიამ გადაცემა „ანფასში“ პირველად ილაპარაკა თავისი ძველი და ახალი სიყვარულის შესახებ. თიკამ პირველ რიგში, უპასუხა შეკითხვას, ჰქონდა თუ არა სერიოზული ურთიერთობა მეუღლესთან, ბექა ხოფერიასთან დაშორების შემდეგ და აღნიშნა, რომ მის ცხოვრებაში იყო ძალიან დიდი სიყვარული, რომელიც ღალატის გამო დასრულდა.

„მეგონა, რომ ეს იყო ჩემი ფიასკოს მერე ერთ-ერთი კარგი პერიოდი. მეგონა, რომ ადამიანი, რომელმაც იცოდა, რომ ასეთი გულნატკენი ვიყავი, იმავეს აღარ გაიმეორებდა და მეორეჯერ გულს არ მატკენდა არავინ. ზედმეტად კეთილი ვარ, ზედმეტად ვენდობი ადამიანებს…

ჩვენი დაშორების მიზეზი გოგო იყო, როგორც პირველ შემთხვევაში. გოგონების სახელებიც ემთხვეოდა. მე ყურებამდე ვიყავი შეყვარებული და ერთ დღეს გამომიცხადა, რომ სხვა უყვარდა. პარალელურად დადიოდა სხვა გოგოსთან. ამ ამბის შესახებ სწორედ მისგან გავიგე. დამირეკა და ერთმანეთს შევხვდით. გადავწყვიტეთ, რომ ორივეს უნდა გაგვეწყვიტა ურთიერთობა მასთან, რადგან ეს ამაზრზენი იყო. მე გავწყვიტე ურთიერთობა, მათ კი გააგრძელეს და მგონი, ახლაც ერთად არიან. აღარ დავინტერესებულვარ…“

თიკა ასევე თქვა, რომ ახლა შეყვარებულია და მისი ახლანდელი რჩეული არ ჰგავს სხვა ბიჭებს, რომლებიც მის ცხოვრებაში ყოფილან.

„მასზე არაფერს ვამბობ, საერთოდ არ მინდა, რომ ვინმემ რაიმე გაიგოს. ჩემს ოჯახშიც არ იციან ამის შესახებ, მხოლოდ რამდენიმე მეგობარმა იცის… ორი წელია, ვმეგობრობთ და ბოლო დროს გადავწყვიტეთ, რომ ერთმანეთი ძალიან მოგვწონს“. – აღნიშნა მომღერალმა.

13231102_10208211582140339_788459143_n (1)

13162296_1181277951912613_1547894951_n-e1462354203667

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები