LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტილდა სუინტონი ძმებ ლუმიერების კინოფესტივალის საპატიო სტუმარი გახდა

229

საფრანგეთის ქალაქ ლიონში სტარტი აიღო ძმები ლიუმიერების სახელობის კინოფესტივალმა, რომელიც 2009 წლიდან ტარდება. როგორც წესი, ღონისძიებას ფრანგი მსახიობები და კინოინდუსტრიის წარმომადგენლები ესწრებიან, თუმცა წელს მისმა ორგანიზატორებმა მსოფლიო კინოს რამდენიმე ცნობილი წარმომადგენელი დაპატიჟეს. მათ შორის იყო 56 წლის ტილდა სუინტონი.

წითელ ხალიჩაზე გამოსაჩენად მსახიობმა „შანელის“ მუქი ლურჯი ფერის კაბა შეარჩია, რომელიც ვერცხლისფერი ღილებით იყო გაწყობილი. მსახიობმა უარი თქვა ხელჩანთასა და აქსესუარებზე, თუმცა აქცენტი მკვეთრ მაკიაჟზე გააკეთა.

ფესტივალის ფარგლებში მსახიობი საკუთარ თაყვანისმცემლებს შეხვდება და საკუთარ კინო პერსონაჟებზე ისაუბრებს. ამას გარდა მსახიობი მასტერკლასს „შეხვედრა ტილდა სუინტონთან“ ჩაატარებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები