LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თინა ბახტაძის ნამუშევრების საიუბილეო გამოფენა გაიმართება

141

ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში თინა ბახტაძის ნამუშევრების საიუბილეო გამოფენა მოეწყობა. ღონისძიება დღეს, 17:00 საათზე გაიხსნება.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება თინა ბახტაძის მიერ 1970 – 2000 წლებში შექმნილი ნამუშევრები.

”თინა ბახტაძემ შეიმუშავა მიკრო მოზაიკის ორიგინალური ტექნოლოგია და ქმნიდა ნამუშევრებს ატმის, გარგარის, ჭერმის, ალუბლის, ნესვის, საზამთროს კურკებით, წიწიბურას, ბრინჯის, ქერის, პურის მარცვლებით, ნაძვის გირჩებით და ლერწმის ტოტებით, ყვავილის ფოთლებით და თესლებით, კენჭებით, ნიჟარებით და სხვა ბუნებრივი მასალით. ზოგიერთ ნამუშევარში გამოყენებულია ბისერი, სმალტის ნაჭრები და ბევრი სხვა მასალა. თინა ბახტაძემ მთელი თავისი ცხოვრება მუდმივ შემოქმედებით ძიებას და სილამაზის შექმნას მიუძღვნა. ბუნებაში მოპოვებული მასალა მისთვის ახალი ნამუშევრის შექმნის წყაროს წარმოადგენდა”, – აცხადებენ ეროვნულ მუზეუმში.

მათივე ინფორმაციით, ექსპოზიცია თინა ბახტაძის დაბადების 100 წლის იუბილეს ეძღვნება. გამოფენა 2016 წლის 5 ნოემბრამდე გაგრძელდება.

baxtadze

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები