LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თინა ბოკუჩავა პრეზიდენტისგან გულწრფელობას ელის

253

„ნაციონალურ მოძრაობას“ იმედი აქვს, რომ ხვალ პარლამენტში გამოსვლისას პრეზიდენტისგან გულწრფელ და მკაფიო პასუხებს მოისმენენ. პარტიის წევრის, თინათინ ბოკუჩავას თქმით, პრეზიდენტს კითხვებს ქვეყანაში არსებულ მძიმე ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით დაუსვამენ. 

,,იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტისგან წრფელ და მკაფიო პასუხებს მოვისმენთ იმ კითხვებზე, რაც საზოგადოებაში დაგროვდა. ეს ეხება მედიის თავისუფლებას, სასამართლოს დამოუკიდებლობას, ქვეყნის უსაფრთხოებას. დავსვამთ კითხვებს ასევე მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე, რომელშიც ივანიშვილის ხელისუფლებამ შეიყვანა მოსახლეობა. ჩვენ ამ საკითხებს დავაყენებთ ფრაქციის გამოსვლებში და იმედი გვაქვს, რომ პრეზიდენტისგან მივიღებთ მკაფიო პასუხებს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.