LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თინა კანდელაკი მეორედ გათხოვდა

134

39 წლის ტელეწამყვანი და ბიზნესმენი თინა კანდელაკი მეორედ გათხოვდა. ამ ინფორმაციას წამყვანი რუსული მედია პორტალები ავრცელებენ. ეს ამბავი მას შემდეგ გაჟღერდა, რაც საკუთარ მიკრობლოგში კანდელაკმა  ფოტო გამოაქვეყნა, სადაც მას ნიშნობის ბეჭედი უკეთია. ჯერ კიდევ 4 დღის წინ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოებზე ცნობილ წამყვანს  ბეჭედი არ ჰქონდა.

ვინ გახდა კანდელაკის რჩეული, უცნობია. წამყვანი უკვე დიდი ხანია აღარ განიხილავს პირად ცხოვრებას მედიასთან. ცოტა ხნის წინ მან ერთგვარი მინიშნება გააკეთა Instagram-ზე, სადაც ფოტო გააზიარა უცნობ მამაკაცთან. ეს უკანასკნელი კი, ზურგითაა გადაღებული და მისი სახე არ ჩანს. კულმინაცია კი გახლდათ კანდელაკის ფოტო საქორწილო კაბაში, სადაც მას ვუალიანი შლიაპა ამშვენებს.

შეგახსენებთ, რომ თინა კანდელაკი დაქორწინებული იყო ბიზნესმენ ანდრეი კორდახინზე, რომლისგანაც მას ორი შვილი ჰყავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები