LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თინა ხიდაშელის ელექტრონულ ფოსტაზე შესვლა უკრაინიდან სცადეს

56

თინათინ ხიდაშელის პირად ელექტრონულ ფოსტაზე შესვლა სცადეს, ამის შესახებ თავდაცვის მინისტრი „ფეისბუქზე“ წერს და აქვეყნებს „გუგლის“ შეტყობინებას, სადაც აღნიშნულია, რომ ელექტრონულ ფოსტაზე შესვლა უკრაინიდან სცადეს.

„მეგობრებო, ეს შეტყობინება მივიღე გუგლიდან ახლა. არ ვიცი რას იშნავს, მაგრამ თუ ვინმეს რამე უცნაური წერილები მოგივიდათ ჩემი სახელით, იცოდეთ, რომ როგორც „გუგლი“ იტყობინება, ვიღაც უკრაინაში შევიდა ჩემი პაროლით,“ – წერს ხიდაშელი.

12938181_10154008535016635_1797198015550975892_n

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები