LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თინა მახარაძე: „რამდენიმემ არამოსაწონ ტიპად უყოყმანოდ დამასახელა მე…“

599

თინა მახარაძემ ერთ-ერთი კანდიდატის მხარდასაჭერად ვიდეომიმართვა ჩაწერა, რომელსაც სოციალურ ქსელში გამოხმაურება მოჰყვა. თინას სალაპარაკო ენა დაუწუნეს და წერენ, რომ ის კანდიდატს ანტირეკლამას უკეთებს. „რურუამ იცის, ჟიჟეკი რომ ჩაუდეს?“, „ეს გოგო ძაან კომიკურია თავისი აღმატებული ინტელექტით და დახვეწილი სჯა-ბაასით“. როგორც ჩანს, თინა ამ კომენტარებს გაეცნო და საკმაოდ ვრცელი სტატუსი გამოაქვეყნა „ფეისბუქზე“.

„თეატრალურში, პირველ კურსზე, როდესაც ჯერ კიდევ კარგად არ ვიცნობდით ერთმანეთს ჯგუფელები, ერთ-ერთმა ლექტორმა, რაღაც ფსიქოლოგიური ტრენაჟის ფარგლებში, წრეზე დაგვსხა და დაგვავალა, დაგვესახელებინა, ვინ მოგვწონდა და ვინ არ მოგვწონდა ჯგუფში ყველაზე მეტად და თან დაგვერთო ახსნა- განმარტება: თუ მოგვწონდა, რატომ, თუ არ მოგვწონდა, რატომ – არ. რამდენიმემ არმოსაწონ ტიპად უყოყმანოდ დამასახელა მე. ვიღაცებმა კონკრეტული მიზეზი ვერ თქვეს და „რავი, არ მევასება რა“-თი შემოიფარგლნენ. ერთმა ბევრი იფიქრა, ბოლოს სახე გაუნათდა და – აა, მე ვიცი, მე ვიტყვი ზუსტად, რატომ არ მომწონს ეს გოგოო. ყველა მივაშტერდით ამ ბიჭს. – იმიტომ, რომ მაღალფარდოვნად ლაპარაკობსო. თვითონ ამ ბიჭის ყველაზე ხშირად გამოყენებული სიტყვა იმ პერიოდში „ბოშყო“ იყო. #კაეშანი #დასძინა

პს. „ტასკა“-სა და „დააბაზრა“-ს მიჩვეულს მიუჩვეველი ეხამუშება.არ ევასება.

ასევე: ქმედებას, როდესაც ვიღაცის ნათქვამი ფრაზის დუბლირებას ახდენ, „ციტირება“ ეწოდება. ამ შემთხვევაში, „პერიფრაზისგან“ განსხვავებით, ნათქვამ წინადადებას არ ერთვის საკუთრივ გამხმოვანებლის სიტყვები და სტილის სრული დაცვით, სიტყვა სიტყვით მეორდება ის, რაც ერთხელ უკვე ითქვა ან დაიწერა.

14285746_10209150788939922_594200270_oპპს. თუკი მავანმა წასაკითხად გათხოვა რომელიმე ავტორი, ეს ფაქტი, თავის თავში, აუცილებლად არ გულისხმობს იმას, რომ ეს მავანი მოხიბლულია ამ ავტორის უკლებლივ ყველა მოსაზრებით (წაკითხული/მოსმენილი ტექსტიდან შინაარსის გამოტანის პრობლემა. 2016 წელი. თბილისი. ეროვნული სოციალური ქსელი ).

პპპს. ჩემს ბევრ მეგობართან საქმიან ჭრილში შეხება არასდროს მქონია. მათზე რაც ვიცი, არის ის, რომ დაახლოებით მსგავსად ვმეტყველებთ (მაღალფარდოვნად), მსგავსი დამოკიდებულება და მოსაზრებები გვაქვს რიგ საკითხებთან მიმართებაში (ხან – სულგრძელი, ხანაც – სულ მოკლე), დაახლოებით ერთნაირი მუსიკა, ლიტერატურა და კინო გვიყვარს და ხან ისინი მთხოვნიან წიგნებსა და ფირფიტებს, ხან მე ვუზიარებ ჩემთვის საინტერესო ბმულებს. ასეთი რამდენიმე მეგობარი მყავს და ამ მეგობრებზე , ძირითადად, აღფრთოვანებით ვლაპარაკობ იმიტომ, რომ, ხშირ შემთხვევაში, მომწონს, რასაც აკეთებენ, მომწონს, როგორც აკეთებენ. მომწონს, რაც მოსწონთ და – პირიქით. ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე მეგობრებს საერთო ინტერესებისა და მოწონებების მიხედვით ვირჩევთ, პირველ რიგში, და ამიტომ ამგვარად არჩეულ მეგობრებს ერთმანეთისთვის მუდმივად აქვთ ბევრი საინტერესო რაღაც გასაზიარებელი.

და როგორც ჩვენში იტყვიან, გასაზიარებელი კიდევ ბევრია.

პპპპს. რა შუაშია და „საფერფლე მამის დანატოვარი – ყველას რაიმე აქვს სახსოვარი“.

#ჟიჟეკი #რურუა

2012 წლამდე არც ერთს ვიცნობდი. ჩემთვის ვიჯექი, ბევრს ვკითხულობდი და ლიტერატურულ ქართულს ვიმკვიდრებდი ჩვეულებრივ სამეტყველო ენად“.

სტატუსის ბოლოს თინა უცენზუროდ მიმართავს მათ, ვისაც მისი გამოსვლა არ მოეწონა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები