ტირილი, კოლიკა, ჭოჭინა და პალმის ზეთი – ინგა მამუჩიშვილის რეკომენდაციები მშობლების მიერ ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებზე

პოპულარული

ტირილი, კოლიკა, ჭოჭინა და პალმის ზეთი – ინგა მამუჩიშვილის რეკომენდაციები მშობლების მიერ ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებზე

გადაცემის ლაივი

გადაცემა „სტუმრად ექიმთან“ მშობლების მხრიდან ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებს დაეთმო. რა არის ახალაშობილთა ტირილის უხშირესი მიზეზი, როდის არის საგანგაშო ახალშობილთა სიყვითლე,  საჭიროა თუ არა კოლიკის დროს გაზგამყვანი მილი და მედიკამენტები, როდის უნდა დაჯდეს, როდის უნდა ხოხავდეს ბავშვი. რეკომენდებულია თუ არა ჭოჭინა და სუპინატორიანი ფეხსაცმელი. ასევე, რაზე მიუთითებს არათანაბარი ნაკეცები ფეხებზე, რა უნდა ვიცოდეთ პალმის ზეთის, კალცის, ვიტამინი D-სა და ხშირი ოფლიანობის შესახებ – ამ და სხვა საინტერესო თემებზე გადაცემაში „სეუ-კლინიკის“ პედიატრიული განყოფილების უფროსმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ინგა მამუჩიშვილმა ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ პედიატრთან ვიზიტის დაგეგმვა, ასევე, შესაძლებელია კლინიკაში „მზიური მედი“.

ქალბატონო ინგა, რა არის ახალაშობილთა ტირილის უხშირესი მიზეზი?

ახალშობილობის პერიოდი არის დაბადებდან 28 დღის ჩათვლით. ახალშობილის ერთ-ერთი სასაუბრო ენა არის ტირილი. ის ასე შედის კომუნიკაციაში გარშემომყოფებთან, ცდილობს მუცლად ყოფნის შემდეგ ახალ გარემოში გაიაროს ადაპტაცია. ის დედასთან ურთიერთობის დაბრუნებას ცდილობს და ეს ბუნებრივი კვების საშუალებით ხდება. ძალიან ხშირად ხდება, რომ ბავშვებს უფრო მეტად მარცხენა ძუძუ უყვართ, იმიტომ რომ ის გულთან ახლოს არის. ბავშვები ტირიან და მუდმივად საკვებს ითხოვენ, ამიტომ ისინი კვების თავისუფალ რეჟიმზე არიან. მან მაშინ უნდა მიიღოს ძუძუთი კვება, როდესაც ტირის. თუ ეს ბავშვს არ ამშვიდებს, მაშინ სხვა მიზეზები უნდა ვეძებოთ. ძალიან ხშირად, პედიატრები შეცდომას ვუშვებთ და ვნიშნავთ დამატებით კვებას. ვფიქრობთ, რომ არ ყოფნის ბუნებრივი კვება და საჭიროა ხელოვნური ნარევის დამატება. წესით, ერთი თვის ასაკში ბავშვი უნდა აიწონოს და თუ ნამატი აქვს, ხელოვნური საკვების დამატება მას არ სჭირდება. დროთა განმავლობაში, ბავშვი სწავლობს, როგორ შეატყობინოს დედას, თუ რა სურს მას. დედა თვითონ ხვდება რა უნდა ბავშვს.

  • ტირილის მიზეზი შეიძლება იყოს ასევე ტკივილი, კოლიკა, ბავშვები ძალიან სწრაფად წოვენ და ამას მოყვება აეროფაგია, ანუ ჰაერის ყლაპვა, რაც ძალიან მტკივნეულია ბავშვისთვის. აქ ჩვენ სხვადასხვა სახის საშუალებებს ვაწვდით ბავშვს და ეს ყველაფერი უშედეგოა, რადგან არ აქვს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფერმენტული ფუნქცია და ა.შ.
  • ბავშვი ძალიან მგრძნობიარეა ხალხმრავლობის მიმართ, თუკი საფენი აქვს სველი, ან სცივა, ის წუხს. თუკი ხელებს და ცხვირს მოუსინჯავენ და ფიქრობენ, რომ ბავშვს სცივა, ასე არ არის. ოთახში ტემპერატურა 18-20 გრადუსს არ აღმატებოდეს. აგვისტოში ახალშობილს ფეხზე შალის წინდა არ უნდა ჩააცვათ. მყავდა ასეთი პაციიენტი, რომელიც მკბენარა შალის წინდის გამო დღე და ღამე ტიროდა.
  • ხშირად ბავშვი რაღაცას ითხოვს, ბეზრდება წოლა და როგორც კი მას მშობელი აიყვანს ხელში აიყვანს და გულზე მიიკრავს, წყნარდება. მშობელი ფიქრობს, რომ ბავშვი ხელში აყვანას მიეჩვევა დაა ეს ცუდია, ეს ასე არ არის. ეს მხოლოდ სიყვარულის გადაცემაა და კანის კანთან ურთიერთობის მეთოდი არაჩვეულებრივია.
  • უკანასკნელ პერიოდში ძალიან სერიუზულად საუბრობენ რქოვანას ეროზიაზე, ეს ძალიან მტკივნეულია. მყავდა პაცინტი, 1 თვის ბავშვი, რომლიც განუწყვეტლივ ტიროდა სწორედ ამ მიზეზით. ბავშვს შესაძლოა სტკიოდეს ყური, მოხდეს საკვების გადაცდენა. და ბოლოს, შეიძლება ბავშვი ტიროდეს მხოლოდ იმისთვის, რომ ითხოვდეს ყურადღებას.

თუმცა, მაინც ახალშობილებში კოლიკა არის წამყვანი ტირილის მიზეზი. ეს შეიძლება გამოიხატოს ტირილში. სამ თვემდე რა საშუალებებიც არ უნდა იხმაროთ, უშედეგო იქნება. ხშირად მეცოდებიან კიდეც მშობლები, ცვლიან ამ მედიკამენტებს… სახლში დახმარების აღმოჩენა ბევრად უფრო ეფექტრურია ხოლმე: მშობლების თანდასწრებთ ცოტა ხნით მუცელზე დაწვენა, გარკვეული პოზის მიცემა, მუცლის შეთბობა, მაგალითად ფენის თბილი ნაკადის მიშვერით მომენტალურად იხსნება კოლიკა და ბავშვი გამოყოფს გაზებს. მე არ ვურჩევ მშობლებს ხშირად გაზგამყვანი მილის ჩადგმას, იმიტომ, რომ ბავშვი არ მიეჩვიოს ამ დახმარებს, მან თვითონ უნდა შეძლოს იმ პრობლემებთან გამკლავება რაც მას ტკივილს ანიჭებს.

როდის არის ახალშობილთა სიყვითლე საგანგაშო?

პირველ რიგში გეტყვით, რომ ფიზიოლოგიური სიყვითლე ემართება ახალშობილთა 50%-ს. ბავშვი დაბადებიდან მეორე დღეს ყვითლდება. ამისი მიზეზი ის არის, რომ დედისგან მიღებული ერითროციტები, რომლებიც ტრანსპლაცენტარული გზით გადაეცემოდა, როდესაც გადაიჭრება ჭიპლარი, ამდენი ერითროციტი უბრალოდ აღარ არის საჭირო და ისინი იწყებენ დაშლას, გამოიყოფა ჰემოგლობინი, რომლის შედეგადაც გამოიყოფა არაპირდაპირი ბილირუბინი. არაპირდაპირი ბილირუბინი ეს არის ცხიმში ხსნადი ბილირუბინი, რომელიც უნდა გარდაიქმნას წყალში ხსნად ბილირუბინად. ეს რომ მოხდეს, ამისათვის საჭიროა ფერმენტი გლუკონორიუმ ტრასფერანზა, რომელიც არაპირდაპირ ბილირუბინს ღვიძლში გადაიტანს და აქ ხდება მისი გარდაქმნა არაპირდაპირ ბილირუბინად. ბოლოს, ის განავლოვან მასებთან ერთად გამოიყოფა. როდესაც ბავშვი იბადება ფიზოლოგიური სიყვითლით, ჯერ ღვიძლის ფუნქცია, ფერმენტული ფუნქცია  მოუმწიფებელია და ამიტომაც ყვითლდება ბავშვი. ასეთ ბავშვს ვაკვირდებით, ეს იწყება მეორე-მესამე დღეს და 2 კვირაში ბავშვი თავის ფერს იბრუნებს. თუ სიყვითლე პირველ 24 საათში წარმოიქმნა, თუ სიყვითლე ინტენსიურიაა, თუ ბავშვი ზაფრანას ფერია, ბილირუბინი ძალიან მაღალია, არის ჯგუფური, ან რეზუს შეუთავსებლობა და არის სხვა თანდაყოლილი სინდრომები ეს უკვე ყურადღესაბია. ბილირუბინი არის ცხიმში ხსნადი და მას შეუძლია ჰემატოენცეფალურ ბარიერს გაააღწიოს და გამოიწვიოს ბილირუბინული ენცეფალოპათია. ეს კი ბავშვის სიცოცხლისთვის საშიშია. ნებისმიერი სიყვითლე ექიმმა უნდა შეაფასოს. არსებობს ასევე კონიუგაციური სიყვითლე, რომელიც ერთ თვემდე ლაგდება ხოლმე. ფიზიოლოგიური სიყვითლე აბსოლუტირად არ არის საშიში, ისევე როგორც ფიზიოლოგიური კლება. ბავშვს აქვს უფლება დაიკლოს თავისი წონის 10%. ბავშვი გამოყოფს შარდს, განავალს, ის სუნთქავს და მის შედეგად სითხე ორთქლდება. მეათე დღისთვის ბავშვი სრულად იბრუნებს თავის წონას. პირველ თვეში სასურველია ბავშვმა მოიმატოს 600 გრამი.

ნორმაა თუ არა ღებინება ახალშობილებში?

არიან ბავშვები რომლებიც ძალიან სწრაფად ჭამენ. ამას ახლავს აეროფაგია, იყლაპება ჰაერი და ამოქარვების პროცესში, მოყვება ხოლმე საკვებიც. ბავშვმა მცირე რაოდენობა უნდა ამოაყოლოს ჰაერს. შესაძლოა ზედმეტი რაოდენობით მიიღო საკვები და ეს უნდა ამოღოს რა თქმა უნდა. მაგრამ ამასაც თავისი ტიპები აქვს. თუ ღებინებას ჩანჩქერისებული ფორმა აქვს, დიფერენცირება უნდა მოხდეს და მივაქციოთ ყურადღება. თუ ბავშვს ხშირი ღებინება აქვს და წონაში მატება კარგია, მაშინ ეს პრობლემას არ წარმოადგენს. არსებობს გასტროეზოფაგური რეფლუქსი, როდესაც საკვები საყლაპავ მილში ამოისროლება და ის ხვდება სასუნთქ გზებში, ამ დროს ბავშვებს ეწყებათ ხველა და ბავშვებს სხვადასხვა სპეციალისტებთან დაარბენინებენ, სინამდვილეში კი, ეს არის გასტროეზოფაგური რეფლუქსი. ღებინება, სამ თვემდე ასაკის ბავშვებში არ არის საშიში, თუმცა რა თქმა უნდა კონსულტაცია უნაა გაიაროთ სპეციალისტთან.

როდის უნდა დაჯდეს ბავშვი, უნდა ხოხავდეს თუ არა ის, რატომ აღარ არის საჭირო ჭოჭინა და ყველა ბავშვს სჭირდება თუ არა სუპინატორიანი ფეხსსაცმელი?

ძალიან ხშირად სვამენ ამ კითხვებს მშობლები. დაჯდომა არის ევოლუცია, ის უნდა დაჯდეს მაშინ, როდესაც ცდილობს, რომ წამოჯდეს. ეს 4-5 თვის ასაკიდან ხდება. კომუნისტების პერიოდში მიიჩნეოდა, რომ ბავშვი 6 თვიდან უნდა დამჯდარიყო, თუმცა ეს მიდგომები შეიცვალა. რაც შეიძლება ხოხვას – მას თუ უნდა იხოხავს, თუ უნდა პირდაპირ გაივლის. ბავშვი გაივლის მაშინ, როდესაც უნდა გაიაროს და ხოხვა მას ხელს არ შეუშლის. ნუ ეცდებით, რომ ის ფეხზე წამოაყენოთ. იხოხოს წინ, უკან – ამას არ აქვს მნიშვნელობა. რაც შეეხება ჭოჭინას, ძალიან ბევრ ქვეყანაში ის საერთოდ აკრძალულია. ბავშვის ძვალსახსროვაანი სისტემა განიცდის ცვლილებებს და მეორე და სერიოზული მიზეზი, ბავშვის ტრამვატიზაციაა. როდესაც ბავშვი ჭოჭინაშია, მშობელი ადუნებს ყურადღებას და მან შეიძლება რაიმე დაიზიანოს. მქონდა ასეთი შემთხვევა, როდესაც ჭოჭინაში მყოფმა ბავშვმა მდუღარე ჩაიდანი გადაისხა. როდესაც ცდილობთ ბავშვი ჩასვათ ჭოჭინაში, კენგურუში, ან სარტყელი გაუკეთოთ, გავიაროთ კონსულტაცია ორთოპედთან. ეს არის ძვალ-სახსროვანი დაავადებების საუკუნე და წლამდე ბავშვმა სამჯერ მაინც უნდა გაიაროს კონსულტაცია ორთოპედთან. რაც შეეხება სუპინატორს, ის ორთოპედიული დანამატია და ამას ორთოპედი არჩევს. ბრტყელტერფიანობა არსებობს შეძენილი და თანდაყოლილი. ტერფის სრული ჩამოყალიბება 6-7 წლის ასაკში ხდება. ბავშვის კარგი ბრენდის ფეხსაცმელი ფეხს კარგად უფიქსირებს. არსებობს თხელი ლითონის კამარა, რომელიც ფეხსაცმლის ძირს მიყვება, ასეთ ფეხსაცმელს თავად მშობლები არჩევენ. თუ საჭიროა სპეციალური ორთოპედიული სუპინატორი, ამას ტერფის კომპიუტერული ტომოგრაფიის საშუალებით არჩევს ორთოპედი. როდესაც ბავშვი ფეხის ადგმას იწყებს, უნდა ვეცადოთ, ის კოჭზე კარგად იყოს მომდგარი და იყოს რბილი ტყავის. მშობლებს მინდა ვთხოვო, ნუ ჩააცმევთ სხვის ნახმარ ფეხსაცმელს, რადგან მას უკვე დეფორმაცია აქვს მიღებული.

ცუდი სუნი პირში – რას უკავშირდება ის?

სუნი პირიდან – ყველა ადამიანს აქვს, განსაკუთრებით დილას. ის რომ ბავშვს ჭიები ჰყავს და ამიტომ აქვს სუნი, ეს მითია. სუნი პირიდან შეინიშება მაშინ, ნუშისებური ჯირკვლების გაწოვა ხდება, როდესაც სუნთქავს პირით და ლორწოვანების გამოშრობა ხდება, თუ ბავშვს ცხვირ-ხახის ინფექცია აქვს და ბაქტერიები ენის უკანა ნაწილზე ილექება. როგორც კი ბავშვს კბილებს გამოვუწმენდთ და ენას გამოვხეხავთ, სუნიც გაქრება. ზოგჯერ კუჭის კარდიალური სპინქტერი ცოტას აგვიანებს ხოლმე დახურვას და შესაძლოა ამოკრავდეს სუნი. ასეთ დროს უნდა მიმართოთ ექიმს.

შავი ნადები კბილებზე – რატომ ჩნდება და რა უნდა გააკეთოს მშობელმა?

ძალიან ბევრი ბავშვია კბილებზე შავი ლაქებით. მშობლებს ეშინიათ, რომ ბავშვებს კარიესი დაეწყოთ. ეს არის ტკბილეულის, ნახშირწყლებისა და ბაქტერიების შენაერთი. ეს მარტივად მოშორებადია, არსებობს სპეციალური თითზე წამოსაცმელი ჯაგრისები, მცირე რაოდენობის სოდას ამატებენ და თავადაც წმენდენ მშობლები.

ვიტამინებზე და კალცზე მინდა ვსაუბროთ… არის თუ არა შემთხვევები, როდესაც D ვიტამინი საერთოდ არ არის საჭირო…

ამ უკანასკნელ პერიოდში ბავშვებში სამჯერ ზედიზედ მომიწია D ვიტამინის სისხლში განსაზღვრა და აღმოჩნდა, რომ მათ D ვიტამინის დეფიციტი აქვთ. როდესაც ანამნეზი გამოვიკითხე, ეს ის ბავშვები აღმოჩნდნენ, რომლებსაც არ მიუღიათ დაბადებიდან D ვიტამინი. მე მაგალითად, პოლივიტამინების მომხრე არ ვარ, ამას თავისი ჩვენება აქვს. ბავშვს, რომელიც ბალანსირებულად იკვებება, მას ვიტამენების დამატებით მიცემა არ სჭირდება. კალცს წლამდე ასაკის ბავშვებში არავინ ნიშნავს. კალცის უტილიზაცია რომ მოხდეს, ამისთვის საჭიროა D ვიტამინი. თუ არის რაიმე ჩივილი, ეჭვი გვაქვსს ჰიპოკალცემიაზე, შეგვიძლია ანალიზის ჩატარების შედეგად დავნიშნოთ კალციუმი.

D3 ვიტამინის ნაკლებობას ახლავს ოფლიანობა…

ძალიან იმატა ჰიპერქტიული ბავშვების რაოდენობამ. ეს დამახასიათებელია ემოციური, რთული, ცელქი ბავშვებისთვის. ისინი ემოციას ხარშავენ შიგნით, ინტრავენტები არიან. ან თუ გამოხატავენ ემოციას, ამას მთელი სიმძაფრიდ აკეთებენ. ასეთ ბავშვებს უჭირთ ჩაძინება და არც ძილში არიან მშვიდები. შესაძლოა,  ეს გენეტიკურიც იყოს.

მანის ფაფა – რამდენად არის ის რეკომენდებული, ან რატომ უნდა ამოვიღოთ რაციონიდან?

წლამდე ასაკამდე საერთოდ არ არის მანის ფაფის მიცემა ბავშვისთვის სასურველი. მანანის ბურღული არის ძალიან წვრილად დაფქვილი ხორბალი, რომლის ძირითად ნაწილს სახამებელი და ნახშირწყალი წარმოადგენს, რა თქმა უნდა შედის სხვადასხვა ვიტამინიც, მას გამოიყენებენ სხვადასხვა დაავადების დროს, თუმცა ბავშვებში რამდენიმე მიზეზი არსებობს იმისა, თუ რატომ უნდა შევზღუდოთ მანის ფაფის მიცემა ბავშვებისთვის. პირველი – მასში შედის ფიტინი, ეს არის კალციუმის, მაგნიუმისა და ფოსფორის  უხსნადი შენაერთი, რომელიც ხელს უშლის ნაწლავიდან კალციუმის შეწოვას. გარდა ამისა, ის შეიცავს გლუტენს, შესაძლოა იყოს ალერგიული. წლის შემდეგ კვირაში ერთხელ ან კვირაში ორჯერ შეგიძლიათ აჭამოთ ბავშვებს მანის ფაფა.

ძალიან შეშფოთებულები არიან მშობლები პალმის ზეთით…

თავისთავად პალმის ზეთი ცუდი არ არის, უბრალოდ მეწარმეები ცუდ პალმიტატს იყენებენ. პალმის ზეთის სიკარგე განისაზღვრება ზეჟანგური ჟანგვის რიცხვით და ის 2%-ს არ უნდა აღემატებოდეს, მაშინ როდესაც ის, რასაც ჩვენ მოვიხმართ, 10%-ს აღემატება. პალმის ზეთი იხმარება ყველგან, სადაც ეტიკეტზე მცენარეული ზეთია მითითებული. ის ორგანიზმში თავისუფალი რადიკალების დაგროვებას უწყობს ხელს და წარმოადგენს კარცეროგენს. ვეცადოთ, ისეთი პროდუქტები შევიძინოთ, რომლებიც არის პალმის ზეთის გარეშე. პალმის ზეთისთვის დამახასიათებელია ყაბზობა და ის შედის ნაყინში, შოკოლადებსა და სხვადასხვა ტკბილეულში.

როგორია თქვენი მოსაზება ფეხებზე არათანაბარ ნაკეცებთან დაკავშირებით ?

ის რომ, არათანაბარი ნაოჭები რაიმე ძვლოვან პათოლოგიაზე მიუთითებს, ეს მითია. თუმცა, შეიძლება იყოს სიმპტომი და საჭიროა ვაჩვენოთ ბავშვი ორთოპედს.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

რჩევები /

|

10 მაისი, 2018

|
WP_Query Object
(
    [query] => Array
        (
            [post_type] => post
            [post_status] => publish
            [posts_per_page] => 3
            [orderby] => ASC
            [tax_query] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [field] => slug
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => stumrad-eqimtan
                                    [1] => inga-mamuchishvili
                                )

                        )

                )

            [post__not_in] => Array
                (
                    [0] => 240838
                )

        )

    [query_vars] => Array
        (
            [post_type] => post
            [post_status] => publish
            [posts_per_page] => 3
            [orderby] => ASC
            [tax_query] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [field] => slug
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => stumrad-eqimtan
                                    [1] => inga-mamuchishvili
                                )

                        )

                )

            [post__not_in] => Array
                (
                    [0] => 240838
                )

            [error] => 
            [m] => 
            [p] => 0
            [post_parent] => 
            [subpost] => 
            [subpost_id] => 
            [attachment] => 
            [attachment_id] => 0
            [name] => 
            [static] => 
            [pagename] => 
            [page_id] => 0
            [second] => 
            [minute] => 
            [hour] => 
            [day] => 0
            [monthnum] => 0
            [year] => 0
            [w] => 0
            [category_name] => 
            [tag] => 
            [cat] => 
            [tag_id] => 10720
            [author] => 
            [author_name] => 
            [feed] => 
            [tb] => 
            [paged] => 0
            [meta_key] => 
            [meta_value] => 
            [preview] => 
            [s] => 
            [sentence] => 
            [title] => 
            [fields] => 
            [menu_order] => 
            [embed] => 
            [category__in] => Array
                (
                )

            [category__not_in] => Array
                (
                )

            [category__and] => Array
                (
                )

            [post__in] => Array
                (
                )

            [post_name__in] => Array
                (
                )

            [tag__in] => Array
                (
                )

            [tag__not_in] => Array
                (
                )

            [tag__and] => Array
                (
                )

            [tag_slug__in] => Array
                (
                )

            [tag_slug__and] => Array
                (
                )

            [post_parent__in] => Array
                (
                )

            [post_parent__not_in] => Array
                (
                )

            [author__in] => Array
                (
                )

            [author__not_in] => Array
                (
                )

            [ignore_sticky_posts] => 
            [suppress_filters] => 
            [cache_results] => 1
            [update_post_term_cache] => 1
            [lazy_load_term_meta] => 1
            [update_post_meta_cache] => 1
            [nopaging] => 
            [comments_per_page] => 50
            [no_found_rows] => 
            [order] => DESC
        )

    [tax_query] => WP_Tax_Query Object
        (
            [queries] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => stumrad-eqimtan
                                    [1] => inga-mamuchishvili
                                )

                            [field] => slug
                            [operator] => IN
                            [include_children] => 1
                        )

                )

            [relation] => AND
            [table_aliases:protected] => Array
                (
                    [0] => mob1n_term_relationships
                )

            [queried_terms] => Array
                (
                    [post_tag] => Array
                        (
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => stumrad-eqimtan
                                    [1] => inga-mamuchishvili
                                )

                            [field] => slug
                        )

                )

            [primary_table] => mob1n_posts
            [primary_id_column] => ID
        )

    [meta_query] => WP_Meta_Query Object
        (
            [queries] => Array
                (
                )

            [relation] => 
            [meta_table] => 
            [meta_id_column] => 
            [primary_table] => 
            [primary_id_column] => 
            [table_aliases:protected] => Array
                (
                )

            [clauses:protected] => Array
                (
                )

            [has_or_relation:protected] => 
        )

    [date_query] => 
    [request] => SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS  mob1n_posts.ID FROM mob1n_posts  LEFT JOIN mob1n_term_relationships ON (mob1n_posts.ID = mob1n_term_relationships.object_id) WHERE 1=1  AND mob1n_posts.ID NOT IN (240838) AND ( 
  mob1n_term_relationships.term_taxonomy_id IN (10720,10730)
) AND mob1n_posts.post_type = 'post' AND ((mob1n_posts.post_status = 'publish')) GROUP BY mob1n_posts.ID ORDER BY mob1n_posts.post_date DESC LIMIT 0, 3
    [posts] => Array
        (
            [0] => WP_Post Object
                (
                    [ID] => 265088
                    [post_author] => 23
                    [post_date] => 2018-07-12 16:41:26
                    [post_date_gmt] => 2018-07-12 12:41:26
                    [post_content] => გადაცემის ლაივი LIVE

წონაში კლება და მატება ზაფხულის სეზონზე, დღეს გავრცელებული და პოპულარული დიეტები, განტვირთვის დღეები, ბევრი წყალი და რთულად ახდენადი ოცნება, გახდომა ტანჯვის გარეშე - ამ თემაზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ენდოკრინოლოგმა ლაშა უჩავამ ისაუბრა.

ლაშა, ადამიანები ორ კატეგორიად იყოფიან, სინი ვინც ზაფხულში იმატებ წონაში და პირიქ, რომლებიც იკლებენ. რა არის ამის მიზეზი და რეალურად, როგორ უნდა რეაგირებდეს ადამიანის ორგანიზმი სიცხეზე?

თემა ნამდვილად აქტუალურია, არა მარტო ზაფხულში, არამედ ნებისმიერ სეზონზე. კვება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია ჩვენი ჯანსაღი ცხოვრების წესის დასანერგად და ყველა სეზონზე ჩვენ გარკვეულ წესებს უდნა ვიცავდეთ. ცხადია, წესები არსებობს იმისთვის, რომ დაირღვეს, თუმცა, პერმანენტული ხასიათი ამ დარღვევებს არ უნდა ჰქონდეს. რაც შეეხება ზაფხულის პერიოდში წონის კლებასა და მატებას, ეს დაკავშირებულია ორგანიზმში მიმდინარე გარკვეულ ცვლილებებთან. მაგალითად ერთ-ერთი ამის მაპროვოცირებელი ფაქტორი გახლავთ ინსულინ რეზისტენტობა ანუ ორგანიზმში ინსულინის მაღალი დონე. ინსულინი თავის ფუნქციას ვერ ასრულებს და ერთგვარად გახლავთ გენეტიკური განწყობა შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ით დაავადებულ პაციენტებში. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ზაფხულში ჩვენ განებივრებულნი ვართ დიდი ოდენობით ხილით, რომელიც მდიდარია ნახშირწყლებით. შესაბამისად, თუ ჩვენ ზაფხულში სიცხის გამო ვერ მივირთმევთ სხვადასხვა ტიპის პროდუქტებს, მაგალითად პურბურღულეულს, შემწვარ ხორცსა თუ ნებისმერი სხვა საკვებ პროდუქტს, ხილის სახით დიდი ოდენობით ნახშირწყლების მიღება იწვევს ინსულინ რეზისტენტობის გააქტიურებას. ეს კი შემდგომში ქმნის ჭარბი ცხიმის დეპოს ჩვენ ორგანიზმში და იწყება წონის მატება.

გარდა ამისა, ზაფხულში წონის მატება დაკავშირებულია სითხის დეფიციტთან, ვინაიდან ოფლის გამოყოფა და შესაბამისად, სითხის დანაკარგი ბევრად უფრო მეტია, ეს კი ნივთირებათა ცვლის სიჩქარეზე მოქმედებს. ეს კი საბოლოოდ იწვევს იმას, რომ ჭარბი ცხიმი გროვდება ჩვენს ორგანიზმში.

აი რაც შეეხება, ადამიანებს, რომლებიც ზაფხულის პერიოდში იკლებენ წონაში, აქ უკვე საუბარია გამართულ, ჯანსაღ ნივთიერებათა ცვლაზე, სავარაუდოდ, ისინი იღებენ უფრო მეტ სითხეს და არიან ადამიანები, რომლებსაც უბრალოდ არ უყვართ ხილი, ტკბილეული და ნახშირწლებისგან თავს იკავებენ.



წონის პრობლემ, როგორც ერთ-ერთ ყველაზე დაუმარცებელი გამოვევა, არის თუ არა აქ გენეტიკა წამყვანი ფაქტო  შესაძლოა თუ არა რეული წლებიან ამის ევენცია ?

შაქრიანი დიაბეტი არაა განაჩენი და დიაბეტი არ კლავს. თუ შაქრიანი დიაბეტი და მისი ციფრები მოწესრიგებულია, ადამიანს შეუძლია იცხოვროს ჩვეულებრივი ცხოვრების წესით. ხოლო თუ ის არ იცავს წესებს, რომელიც აუცილებელია შაქრიანი დიაბეტის სამართავად, ეს უკვე იწვევს იმ გართულებებს, რომელიც ამცირებს სიცოცხლის ხანგრძლივობას.

რაც შეეხება გენეტიკურ განწყობას, როგორც დიაბეტის, ასევე სიმსუქნის შემთხვევაში, მას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. როდესაც ჩვენ ვიცით, რომ გვაქვს გენეტიკური წინასწარ განწყობა, ამ დროს აუცილებლად უნდა ვიზრუნოთ მომავალზე. ეს კი იწყება ბავშვის მუცლადყოფნის პერიოდიდან, როდესაც ორსულმა აუცილებლად უნდა შეზღუდოს ნახშირწყლები, რათა ნივთიერებათა ცვლა იყოს მოწესრიგებული. ბავშვთა კვებაში კი არ უნდა იყოს ჩართული შაქარი, რათა გემოვნების რეცეპტორები ამ კუთხით არ გააქტიურდეს. ჩვენი კვება იგივე ჩვევაა, როგორც ვაჩვევთ ბავშვს, ისევე იკვებება ის შემდგომში. თუ ბავშს არ დავაძალებთ და არ შევაყვარებთ ტკბილეულს, მას ზრდასრულ ასაკში ეს პროდუქტები არ ეყვარება. ნაკლებტკბილი პროდუქტი მისთვის უკვე ძალიან ტკბილი გახდება, ეს კი უკვე გახლავთ პრევენცია და პროფილაქტიკა იმისათვის, რომ მან თავი დაიცვას ჭარბი წონის, სიმსუქნისა და შაქრიანი დიაბეტისგან.

რომელია ის ენდოკრინოლოგურ დადებბი, რომებიც ყველზე მეტად უშლიან ხელს წონის კორექციას?

მეტწილად საქართველოში ჭარბი წონაც და სიმსუქნეც გამოწვეულია არასრულფასოვანი კვებით. რაც შეეხება დაავადებებს, პროცენტულად ეს შეიძლება იყოს ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები ანუ ეგრეთწოდებული ჰიპოთირეოზი. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება, რომელიც იწვევს ნივთიერებათა ცვლის შენელებას და ეს კი, ხელს უწყობს ჭარბი ცხიმოვანი ქსოვილის განვითარებას და მეტაბოზლიმის შენელებას.

ასევე უნდ გამოვყოთ შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, რომელიც არ ვითარდება ერთ დღეში. მას აქვს თავისი განვითარების ფაზები ანუ პრედიაბეტი, რომელსაც თავის მხრივ ასევე აქვს ხუთი ფაზა და ის იწყება ცხიმოვანი ცვლის დარღვევით. შემდგომ მას მოსდევს ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევა, ინსულინ რეზისტენტობა, ჰიპერინსულიმენია და შემდგომ უკვე იწყება ინსულინის დეფიციტი, როდესაც ისმევა დიაგნოზი, შაქრიანი დიაბტი ტიპი 2. არსებობს ასევე ბანალური დარღვევები ორგანიზმში, რომელიც კავშირშია ჭარბ წონასთან, ესაა მინერალებისა და ვიტამინების დეფიციტი. როდესაც ჩვენ პაციენტი ჭარბი წონით მოგვმართავს და  მას ვიტამინებსა და მინერალებსაც ვაწვდით, იმის მიხედვით, თუ რომლის დეფიციტა, ისმის კითხვა, არ გამასუქებს? რა თქმა უნდა არა, რადგან ჩვენ სწორედ სიმსუქნეს ვმკურნალობთ.

უნდა ავღნიშნო, რომ ბოლო პერიოდში ძალიან დიდი როლი უჭირავს D ვიტამინს, რომელიც სამწუხაროდ დეფიციტურია საქართველოში და თითქმის ყოველ მეორე ადამიანს, ჩვენი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, აქვს ვიტამინ D-ს დეფიციტი. ეს კი ასევე მჭიდრო კავშირშია სიმსუქნის განვითარებასთან, იმუნურ სისტემასთან.

სიმსუქნე, როგოც სხვა ენდოკრინული პათოლოგია, არის ქრონიკული დაავადება, რომელსაც სჭირდება  მულტიფროფილური მკურნლაობა. სიმსუქნე ორგანიზმში უამრავ დაავადებას იწვევს, ესაა დააახლოებით 150-მდე დაავადება, დაწყებული კანის სტრუქტურით, დამთავრებული შარდსასქესო სისტემის დაავადებებით. ის მოიცავს აბსოლუტურად ყველა ორგანოთა სისტემას.



რას იტყვით დღეს გავცელებულ და პოპულარული დიტებზე, მაგალითად დუკანის ცილების დიეტზე. სხვათა შორის ეს დიეტა მას შემდეგ გახდა პოპულარული, რაც მისი დახმარებით ქეით მიდლტონმა დაიკლო...

 როგორც კი პირველად გამოჩნდა ეგრეთწოდებული დუკანის დიეტა, იმთავითვე ვიყავი ამ კვების მიმდევრების მოწინააღმდეგე.
დიეტა ეს არის სწორი, რაციონალური, ბალანსირებული და ჯანსაღი კვება. ეს კი გულისხმობს, რომ საკვებ რაციონში აუცილებლად უნდა იყოს ყველა ტიპის საყუათო ნივთიერება. ესენია ცხიმები, ცილები, ნახშირწყლები, ვიტამინები, მინერალები, მიკრო და მაკრო ელემენტები. რომელიმე მათგანის ამოღება საკვები რაციონიდან ნიშნავს, რომ ჩვენ პათოლოგიურ ზეწოლას ვახდენთ ჩვენივე ორგანიზმზე.
დუკანის დიეტაში შედის დიდი ოდენობით ცილოვანი პროდუქტები და არ შეიძლება ყველამ დაიცვას კვების ეს სტილი. თუ ადამიანს აღენიშნება გარკვეული პათოლოგიები, მაგალითად იგივე თირკმლის დაავადება, ამ დროს შესაძლოა მოხდეს მდგომარეობის გამწვავება და პაციენტი სტაციონარშიც კი აღმოჩნდეს. მე მყოლია ძალიან ბევრი პაციენტი, რომლებიც დუკანის დიეტის შემდეგ ფაქტიურად ვერ დადიოდნენ, იყო განვითარებული კუნთოვანი სისუსტე, თავბრუსხვევა, ძილიანობა და სხვადასხვა ტიპის სიმპტომატიკა. დიაგნოსტიკური კვლევებით დადგინდა, რომ მათ აღენიშნებოდათ მინერალების დეფიციტი. სხვათა შორის მიდლტონის ქორწილის წინა პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სტილისტებმა მას ძლივს მოუფიქრეს ვარცხნილობა იმის გამო, რომ დაემართა ბუდობრივი ცვენა, რომელიც შესაძლებელია, დაკავშირებული იყო დუკანის დიეტასთან. დუკანის დიეტაში ასევე არაა განსაზღვრული წყლის რაოდენობა, რომელიც აუცილებელია ჩვენი ორგანიზმისთვის. საზაფხულო მონო დიეტა, რას გვეტყვით  საზამთროს დიეტაზე, რამდენად ეფექტურია ის და რას იტყვით .. განტვირთვის დღეებზე, ანუ შიმშილზე იგივე შემიძლია ვთქვა მონო დიეტებზე. ისინი შესაძლებელია გაკეთდეს თვის განმავლობაში ორი ან სამი დღის მანძილზე, მონო დიეტა და განტვირთვის დღე ცხადია, არ გულისხმობს შიმშილს. ეს გახლავთ რომელიმე ერთი პროდუქტის არჩევა, მაგალითად ცილოვანი პროდუქტები ან ხილი, თუნდაც საზამთრო. საზამთრო შეიცავს დიდი რაოდენობით რკინას, რაც ორგანიზმში ჟანგბადის მომარაგებას უწყობს ხელს. საზამთრო ნახშირწლების მიხედვითაც ნაკლებ კალორიულია, ის მარტივ ნახშირწლებს შეიცავს და ისინი მარტივად იშლება და ცხადია, არის დიდი რაოდენობით წყალი, რომელსაც აქვს შარდმდენი ეფექტი. ეს კი ორგანიზმს შლაკებისა და ტოქსინების გამოდევნაში ეხმარება. აქედან გამომდინარე, თუნდაც კვირაში ერთი დღე საზამთროს დიეტა დასაშვებია. რაც შეეხება ცილოვან პროდუქტებს, მათი მეშვეობით განტვირთვა მიზანშეწონილია მხოლოდ სამი დღის განმავლობაში. ასევე განტვირთვისთვის შესაძლოა გამოვიყენოთ ბოსტნეული, რომელიც დაბალკალორიულია და სავსეა მინერალებითა და ვიტამინებით.
დიეტა საერთოდ არ გულისხმობს შიმშილს, გარკვეული პროდუქტების აკრძალვას, ეს არის საკვები პროდუქტების რაოდენობრივი შეზღუდვა და მათი სწორად გადანაწილება დღის მანძილზე.
ნიშნავს თუ არა ჯანსაღ ცხოვრების წესსზე გადასვლა იმას, რომ სამუდამოდ უნდა დავემშვიდობოთ ცომეულს?  ცომეულზე არც დიეტის დროს უნდა ვთქვათ უარი. როგორც ავღნიშნე, უნდა იყოს რაოდენობრივი შეზღუდვა. თუ ჩვენ ცომეულში განვიხილავთ ისეთ ტრადიციულ ქართულ კერძს, როგორცაა ხაჭაპური, ის არ უნდა იყოს ყოველდღიურ რაციონში. როდესაც ჩვენ პაციენტებისთვის ვადგენთ კვების რაციონს, მას ვაძლევთ არჩევანის შესაძლებლობას, აირჩიოს წიწიბურა, ბრინჯი, კარტოფილი და ა.შ. პაციენტები ხშირად ამბობენ, რომ პურს არ მიირთმევენ, ამ დროს უნდა გვახსოვდეს, რომ წიწიბურა, ბრინჯი, კარტოფილი, მჭადი ზუსტად იგივე შემადგენლობისაა და პურის აკრძალვა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უფრო მალე გავხდებით. ისევე როგორც წიწიბურის მირთმევა უსაზღვრო რაოდენობით არ ნიშნავს, რომ ჩვენ მარტივად დავიკლებთ წონაში. ჩვენ არ ვემხრობით სწრაფ კვებას, რადგან სწორი კვების პრინციპების დროს ადამიანი უფრო მარტივად ეჩვევა რეჟიმს. ხანგრძილივი დიეტა, სიმსუქნით დაავადებულ ადამიანებში, ესაა არაქირურგიული კუჭის რეზექცია ანუ კუჭის კვეთა. ვინაიდან კუჭი გახლავთ კუნთოვანი ორგანო, სწორი კვების დაცვის დროს, ხდება მისი შემცირება ზომებში, რაც უკვე პრევენციაა იმისა, რომ სწრაფად არ მოხდეს დაკარგული წონის დაბრუნება.  შაქარზე მინდა გკითხოთ, რამდენად მიზანშეწონილია მისი რაციონიდან სრულად ამოღება? დიახ, ეს აბსოლუტურად მართებულია, თუ ჩვენ ვსაუბრობთ რაფინირებულ შაქარზე. რაფინირებული შაქარი მთლიანად უნდა იყოს ამოღებული საკვები რაციონიდან, ვინაიდან მას არაფერი დადებითი არ მოაქვს. შაქრის გამოყენება ესაა ჩვევა. საფრანგეთში ჩატარდა კვლევა ვირთაგვებზე, რომლებიც ორ ჯგუფად დაჰყვეს. ერთ ჯგუფს აძლევდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს, ხოლო მეორე ჯგუფს, შაქარს. გაირკვა, რომ ბევრად უფრო მარტივი აღმოჩნდა ნარკოდამოკიდებულების მოხსნა, ვიდრე შაქარზე დამოკიდებულების. დიდი რაოდენობით რაფინირებული შაქრის გამოყენება იწვევს ნერვული სისტემის, მიელინიზაციის დარღვევას ანუ გარსის, რომელიც ნერვულ უჯრედებს აქვს და რომელიც უზრუნველყოფს იმპულსების სწორად გატარებას. რაფინირებული შაქარია ის ერთ-ერთი პროდუქტი, რომელიც ხშირ შემთხვევაში მაპროვოცირებელი ფაქტორია შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2–სა და ჭარბი წონის განვითარებისთვის. არსებობს უამრავი პროდუქტი, ხილი თუ ბოსტნეული, იგივე ხორცი, ბურღულეული, რომელშიც შედის იმ რაოდენობის ნახშირწყლები, რომელიც ორგანიზმს სჭირდება. შესაძლოა თუ არა წყალმა შეწყოს ხელი წონაში კლბას და მაი რა რაოენობა ითვლება დღიურა ანდარტად.. წყალს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ორგანიზმისთვის. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩვენი ორგანიზმის დაახლოებით 65-70 პროცენტი შედგება წყლისგან, ლოგიკურია, რომ წყალს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჯანმრთელობისთვის. წყლის დეფიციტი ორგანიზმში იწვევს ნივთიერებათა ცვლის შენელებას, რაც ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია ჭარბი წონის განვითარების. მაშინ, როდესაც წლით ადეკვატური მომარაგება ხდება, წონის კორექციაზეც ეს დადებითად მოქმედებს. წყალს აქვს შარდმდენი ეფექტი და სწორედ შარდს გამოაქვს გაფილტრული ნივთიერებები ჩვენი ორგანიზმიდან. ესაა ტოქსინები, შლაკები და ცხიმოვანი უჯრედები. რაც შეეხება წლის მიღების წესს, მე არასოდეს შემიზღუდავს პაციენტებისთვის წლის მიღება, მათ შორის არც საკვების მიღების დროს. წელს მარტში ჩატარებული კვლევით, ამერიკელმა სპეციალისტებმაც დაადასტურეს, რომ წყლის მიღებას საკვებთან მიმართებაში არ აქვს გადამწვეტი მნიშვნელობა. მთვარია საკვები პროდუქტისა და წყლის ტემპერატურა არ იყოს ერთმანეთთან შეუთავსებელი. ამ შემთხვევაში ხდება გარკვეული ზემოქმდება კუჭის ლორწოვანზე, რაც ხელს უშლის საჭმლის მონელებას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მეირ რეკომენდებულია, ჩვენი წონა გავამრავლოთ 0.033-ზე და მიღებული ციფრი არის ის რაოდენობა, რა რაოდენობაც უნდა მივიღოთ დღის განმავლობაში. საუბარია მინიმუმზე, რადგან ზაფხულში შეიძლება წყლის რაოდენობა გავზარდოთ. ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ აქ საუბარია ჯანმრთელ ადამიანებზე და არა მათზე, ვისაც აქვს გულსისხლძარღვთა ან საშარდე სისტემის დაავადებები აწუხებთ. გადაცემის ლაივი https://www.facebook.com/fortuna106.9/videos/2131027510255400/ გადაცემის აუდიოჩანაწერი [audio mp3="http://fortuna.ge/wp-content/uploads/2018/07/ekimi-lasha-uchava.mp3"][/audio] [post_title] => დუკანის დიეტის საშიში მხარეები და რჩევები წონაში ჯანსაღად დაკლების მსურველებს – ლაშა უჩავას რეკომენდაციები [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => dukanis-dietis-sashishi-mkhareebi-da-rchevebi-wonashi-jansaghad-daklebis-msurvelebs-lasha-uchavas-rekomendaciebi [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-07-12 17:40:18 [post_modified_gmt] => 2018-07-12 13:40:18 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://fortuna.ge/?p=265088 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) [1] => WP_Post Object ( [ID] => 262380 [post_author] => 6 [post_date] => 2018-07-05 15:25:55 [post_date_gmt] => 2018-07-05 11:25:55 [post_content] => გადაცემის ლაივი LIVE რა ძირითადი და აუცილებელი რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა, რომლებმაც ჯერ ვერ მოახერხეს ბავშვების გაყვანა ქალაქგარეთ. რა ოდენობით უნდა მიიღოს წყალი პატარამ და  შესაძლოა თუ არა წყალი ჩაანცვლოს ბავშებისთვის საყვარელმა გაზიანმა სასმელებმა ან ტკბილმა წვენებმა, როდესაც ბავშვი უარს ამბობს წყლის მიღებაზე. რუჯი კანზე, მადის დაკარგვა და დასვენება სოფლად - ამ და სხვა საინტერესეო თემებზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ მედიცინის დოქტორმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესრომა, პედიატრმა ეკა უბერმა ისაუბრა. ქალბატონო ეკა, რატომ არის ასეთი საშიში მაღალი ტემპერატურა ბავშებისთვის და ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებისთვის? ზაფხულის ცხელი დღეები არ არის იშვიათი ჩვენთვის და ჩვენ მეტნაკლებად ადაპტირებული ვართ გარემოს მაღალ ტემპერატურასთან. საშიშია იმ თვალსაზრისით, რომ გაუწყლოვნების რისკია მაღალი. რაც უფრო ჩვილია ბავშვი, მის ორგანიზმში მით უფრო დიდი რაოდენობით არის წყალი და აორთქლების რისკიც მაღალია, სწორედ ამიტომ დედებს ვურჩევ, რომ პატარები დატვირთონ რაც შეიძლება მეტი სითხით, განსაკუთრებით წყლით და არა გაზიანი სასმელებით და ხილის წვენებით, მათ თავისი უარყოფითი გვერდითი მხარეები აქვს. პირველ რიგში გაუწყლოვნების პრევენცია არის სუფთა სასმელი წყალი და მეორე, ელექტროლიტური, რეჰიდრატაციული ხსნარი, რომელიც ძალიან ფართოდ მოიპოვება ჩვენს სააფთიაქო ქსელებში. ასევე, მზის ულტრაიისფერი სხივები რა თქმა უნდა ჯანმრთელობაა, მაგრამ დღის 10 სთ-დან საღამოს 6-7 სთ-მდე  მაქსიმალურად უნდა მოარიდოთ ბავშვები მზის სხივებს, სასარგებლოსთან ერთად ულტრაიისფერ სხივებს უამრავი გვერდითი საზიანო მხარეები აქვს, განსაკუთრებით ორ წლამდე ბავშვებში მზის პირდაპირი ზემოქმედება მკვეთრად ზრდის მელანომის, კანის ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების რისკს, ამიტომ თუ გადაუდებელი აუცილებლობა არ არის, ბავშვები მოარიდეთ მზის სხივების პირდაპირ ზემოქმედებას, თუ მაინც უნდა გაიყვანოთ, გამოიყენეთ მზისგან დამცავი საცხები, რომლის მოხმარებასაც სპეციალური ინსტრუქცია აქვს, გაყვანამდე მინიმუმ ნახევარი საათით ადრე უნდა დაიტანოთ სხეულის ხილულ ნაწილებზე, სახე, ზედა და ქვედა კიდურებზე. მზისგან დამცავების საბავშვო ფორმები ჰიპოალერგიულია, უსაფრთხოა და ადაპტირებულია ბავშვის კანთან.
ბავშვმა უნდა მიიღოს დღის განმავლობაში 2 ლიტრამდე წყალი, შესთავაზეთ ყოველ 5-10 წუთში,თუ გარეთ ხართ და გარემოს ტემპერატურა მაღალია, უფრო ხშირად უნდა შესთავაზოთ სითხე, რადგან სითხის დანაკარგი არა მხოლოდ ოფლით ხდება, ასევე სუნთქვის დროს, ბავშვის სუნთქვის სიხშირე  კი გაცილებით უფრო ხშირია ვიდრე მოზრდილის.
მსოფლიო ჯანდაცვის ასოციაციის რეკომენდაციით, როგორც ბავშვებში ასევე მოზრდილებში, აუცილებელი პირობა უბრალო სასმელი წყლის მიღებაა. გაზიანი სასმელი ვერასოდეს ვერ ჩაანაცვლებს სასმელ წყალს, თუნდაც ეს იყოს მინერალური გაზიანი წყლები. რაც შეეხება სითხეს და წყლის მიღებას, შესაძლოა თუ არა, წყალი ჩაანცვლოს ბავშებისთვის საყვარელმა გაზიანმა სასმელებმა ან ტკბილმა წვენებმა, როდესაც ბავშვი უარს ამბობს წყლის მიღებაზე? გაზიანი სასმელები ორ ჯგუფად იყოფა, ტკბილი და მინერალური სასმელები. თვითონ გაზს აქვს გვერდითი მოვლენები, დიდი რაოდენობით და ხშირი მოხმარება იწვევს გასტრიტებს, გულძმარვებს. თუ სხვა ალტერნტივა არ არსებობს, ჯობია სახლში დამზადებული კომპოტის სახით შევთავაზოთ სითხის მიღება ან გაზგასული მინერალური წყალი, თუ ესეც არ გამოდის, იყოს შედარებით ნაკლებგაზიანი ტკბილი სასმელი. გაზი აფუჭებს კბილის ემალს და უმჯობესია შევთავაზოთ საწრუპი ჩხირებით, ამ გზით ემალის დაზიანების რისკი კლებულობს. ასევე, აღსანიშნავია, რომ ტკბილ, გაზიან სასმელებში შაქრის შემცველობა თვრამეტჯერ მეტია, ვიდრე სახლში დამზადებულ უშაქრო კომპოტებში. მშობელმა თვითონ უნდა გააკეთოს არჩევანი. მე გირჩევთ, რომ საერთოდ ნუ დააგემოვნებინებთ ასეთ სასმელებს, მაქსიმალურად გაწელეთ დრო სანამ ბავშვი ტკბილი გაზიანი სასმელის გემოს გაიგებს, რადგან შემდეგ წყლის მიმართ ინტერესი ეკარგებათ. მზის სხივებისგან ორგანიზმი ბუნებრივი გზით იღებს დ ვიტამინს, თუ ჩვენ მოვერიდეთ მზეს, კანი არ მიიღებს რუჯს,  მზე არ მოვა ჩვენამდე, საიდან მივიღებთ დ ვიტამინს? ძალიან აქტუალური შეკითხვაა, როდესაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომედაციების აფიშირებას ვუკეთებ იმის თაობაზე, რომ სეზონის მიუხედავად დ ვიტამინის მიღება ყოველდღიურად არის აუცილებელი. მზის სხივის ვიტამინის გამომუშავება ორგანიზმში ხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც დღის 3 სთ-მდე 15 წუთს მაინც გაატარებს მზის გულზე ბავშვი, მოშიშვლებული კიდურებითა და სახით. რაც უფრო მუქი შეფერილობის კანი აქვს ბავშვს, მით უფრო დიდია მზეზე დაყოვნების აუცილებლობა. ამავდროულად, რაც უფრო ჩვილია ბავშვი, მით უფრო დიდია მელანომის რისკი, აქედან გამომდინარე ვურჩევ ყველას, რომ ხელოვნური გზით მიიღონ ვიტამინ დ და არა რუჯის სახით. რუჯი, რომელიც დამცავის მიუხედავად მიიღება მცირე სახით, ამას მივესალმები, მაგრამ ოქროს შუალედის მოძებნა ძალიან რთულია განსაკუთრებით ჩვილებში. ხშირად მოუმართავთ მშობლებს, დამცავ წასმულ ბავშვებს ეტლიდან რაც ჩანს, კიდურის მცირე ნაწილი იქ მე-2 მე-3 ხარისხის დამწვრობა განვითარებიათ, მზეზე ძალიან მოკლე ხნიანი დაყოვნების შედეგად. თბილისის პოპულარული აუზები, არის თუ არა ეს სხეულის გაგრილების კარგი საშუალება. იმ ფონზე როდესაც იქ ფიქსირდება დასაშვებზე მეტი რაოდენობის ადამიანი და დაბინძურებული წყალი, რომელსაც არავინ ამოწმებს? სანიტარული ნორმების და ჰიგიენის დაუცველობა მკვეთრად ზრდის რისკს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების განვითარების მხრივ. ვურჩევ, რომ ადრეული ასაკის ჩვილ ბავშვებს ინდივიდუალი აუზები შეურჩიონ, წყლით გაკაჟება ძალიან კარგია, მაგრამ აუცილებლად დღის მეორე ნახევარში. ძალიან რთულია ბავშვის საზღვაო კურორტზე წაყვანა, რადგან რაც უფრო ჩვილია ბავშვი უცხო გარემოსთან ადაპტაციის პერიოდი უფრო დიდია, საშუალოდ 5-7 დღე, ჩვენი არდადეგების პერიოდი 10-14 დღით შემოიფარგლება და შესაბამისად მხოლოდ ადაპტაციისთვის არის ხოლმე საკმარისი დასვენება. ასეთ შემთხვევაში ვურჩევ მშობლებს, რაც უფრო პატარაა ბავშვი, მოარიდონ სიცხეს და მთის კურორტებზე წაიყვანონ, ბუნებაში დასვენება არაჩვეულებრივია. ბევრი კითხულობს ღირს თუ არა კონდინციონერის დამონტაჟება სახლში, სადაც ჩვილი ბავშვია, ამ მიმართულებით რა რეკომენდაციას მოგვცემთ? თუ გაუსაძლისი სიცხეა და გარემო ტემპერატურა ძალიან მაღალია, უმჯობესია კონდინციონერის გამოყენება. სასურველია, რომ დამონტაჟებული იყოს სხვა ოთახში და სახლის მთლიანი ტემპერატურა დაბალანსებული იყოს. კონდინციონერი ხანდახან არის ინფექციის წყარო, ატრიალებს არაფილტრირებულ ჰაერს, ეს რისკი არის, მაგრამ ზოგადად, უმჯობესია გაგრილდეს ბავშვი, ვიდრე 40 გრადუსი სიცხის ზემოქმედების ქვეშ იყოს. რას გვეტყვით მადის დაკარგვაზე, რომელიც ხშირი პრობლემაა ზაფხულში? ეს ჩვეული მომენტია, მთავარია, რომ ბავშვი დავტვირთოთ სითხეებით, შესაძლებელია დღის რეჟიმის შეცვლაც, ხშირად ჩვილები თვითონ მოძებნიან ხოლმე გამოსავალს, ღამე კარგად ჭამენ და დღის ნორმას ამით ავსებენ, დღის განმავლობაში კი დიდ შუალედებს აკეთებენ, იგივე რეჟიმი შეიძლება მოვარგოთ მოზრდილ ბავშვსაც. სიცხის გამო მადის დაკარგვა, არანაირად არ არის საგანგაშო, მაქსიმალურად მსუბუქი საკვები შევთავაზოთ, არა ცხიმიანი, ადვილად მონელებადი. ძალიან მნიშვნელოვანია საკვების შენახვის პირობების დაცვა, არსებობს მალფუჭებადი პროდუქტები, მათ შორის რძის ნაწარმი, სადაც ბაქტერიების და განსაკუთრებით სტაფილოკოკის ჩამოყალიბების რისკი მაღალია, ასეთი პროდუქტები უნდა შეიძინონ ვადის გათვალისწინებით. მოერიდეთ ტემპერატურის ცვალებადობას. ასევე ყურადღებით იყავით სუპებთან, 30-40 წუთში შეიძლება სუპი გაფუჭდეს. სასურველია, რომ სუპი და ფაფა ჭამის წინ მომზადდეს და დაუყოვნებლივ მივცეთ ბავშვებს. კრემიან საკონდიტრო ნაწარმს მაქსიმალურად აარიდეთ თავი, განსაკუთრებული ტოქსიურობით ხასიათდება და შესაძლოა ცუდ დღეში ჩააგდოს პატარა. ის, რასაც ჩვენ მოვინელებთ, შესაძლოა, მომწამვლელი იყოს პატარასთვის. ასევე საკმაოდ აქტუალური თემაა, ჰაერის გამოცვლა ბავშვისთვის, სად გადის ზღვარი სწორ დასვენებას და სწორ არჩევანს შორის? სოფლად გაზრდილი ბავშვისთვის კურორტი აუცილებელი არ არის, ბევრი სიმწვანე და ჟანგბადია სოფლად, გარემოს შეცვლა ცუდი არ არის, მაგრამ არც აუცილებლობაა. რაც შეეხებად ქალაქის ბავშვებს, მათ ჟანგბადის დეფიციტში უწევთ ცხოვრება მთელი წლის განმავლობაში და მათი გაყვანა სასურველი და აუცილებელია. რომელი კურორტია კარგი ამის თქმა რთულია, თუ ბავშვს სპეციფიკური პრობლემა არ აქვს, ყველა კურორტი კარგია, მთაც და ზღვაც. ზღვის კურორტებზე რაც პატარაა ბავშვი ადაპტაციის პრობლემა ჩნდება, შესაბამისად მშობელმაც და ბავშვმაც ერთნაირად რომ დაისვენონ, უმჯობესია მთიანი კურორტები ამჯობინონ. შეარჩიონ ზღვის დონიდან 1200-1300 მეტრზე განთავსებული კორორტები, სადაც უფრო მეტი ჟანგბადის შემცველობაა ჰაერში ვიდრე დაბალ კორორტებზე. რამდენია, მინიმალური დრო ჰაერის გამოცვლისთვის და რა დრო უნდა გაატაროს ბავშვმა კურორტზე , რომ იმუნიტეტი ბოლომდე აღიდგინოს? გააჩნია სად მიგყავთ ბავშვი, ადაპტაცია განსხვავებულია ზღვის და მთის კურორტებზე, თუ 10 დღით მიდიხართ ზღვის კურორტზე ეს საკმარისი არ არის, რადგან დიდი დრო ჭირდება ადაპტაციას და ასეთი მცირე ხნიანი დასვენება უფრო მეტად სტრესულია პატარასთვის. საზღვაო კურორტებზე გაუწყლოების რისკი უფრო დიდია, მზისგან დამცავის გამოყენების გადაუდებელი აუცილებლობა დგას. რაც შეეხება მთის კურორტებს, ადაპტაციას უფრო მალე გადის ბავშვი და უფრო უმტკივნეულოდაც.  ყველა ეს კომპონენტი გასათვალისწინებელია და ყველა ეს რჩევა ყურადღებული უნდა იქნას, რათა დედამაც და ბავშვმაც ხარისხიანად დაისვენოს. [gallery columns="4" link="file" ids="262431,262433,262430,262432"] გადაცემის აუდიოჩანაწერი [audio mp3="http://fortuna.ge/wp-content/uploads/2018/07/ekimi-eka-uberi.mp3"][/audio]   [post_title] => როგორ მოვიქცეთ გაუსაძლისი სიცხის დროს - ეკა უბერის რეკომენდაციები მშობლებს [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => rogor-moviqcet-gausadzlisi-sickhis-dros-eka-uberis-rekomendaciebi-mshoblebs [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-07-05 15:29:24 [post_modified_gmt] => 2018-07-05 11:29:24 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://fortuna.ge/?p=262380 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) [2] => WP_Post Object ( [ID] => 262263 [post_author] => 23 [post_date] => 2018-07-05 13:00:15 [post_date_gmt] => 2018-07-05 09:00:15 [post_content] => „სეუ-კლინიკისა“და „მზიური მედის“ პედიატრი ინგა მამუჩიშვილი ხშირად აქვეყნებს სოციალურ ქსელში პოსტებს. ამჯერად ცნობილი პედიატრი ისეთ აქტუალურ თემაზე ამახვილებს ყურადღებას, როგორიცაა გაძლიერებული ოფლიანობა ბავშვებში. რა არის ამის ყველაზე ხშირი მიზეზი, სად გადის ზღვარი ნორმასა და პათოლოგიას შორის და როდის უნდა მივმართოთ ექიმს. ინგა მამუჩიშვილის პოსტს „ფორტუნა“ უცვლელად გთავაზობთ: „ჩემო ძვირფასო დედიკოებო, თქვენ ხშირად გაღელვებთ თქვენი პატარას ოფლიანობის (ჰიპერჰიდროზი) საკითხი... მინდა იცოდეთ, რომ საოფლე ჯირკვლების უმრავლესობა დაბადებიდანვე უკვე სრულყოფილია, მაგრამ მათი ფუნქცია 3-4 თვემდე არ ვლინდება, რაც ძირითადად საოფლე ჯირკვლების გამომტანი სადინარების განუვითარებულობითაა განპირობებული. ამ სადინარების განვითარება 3-4 თვის ასაკიდან იწყება და 7 წლის ასაკისთვის უკვე სრულად ჩამოყალიბებულია, პირველად 3-5 თვის ასაკში ეს სადინარები თავის და შუბლის არეში ყალიბდება, ამიტომ ამ ასკში ეწყებათ ხოლმე თავის გაოფლიანება... მე მინდა ის ძირითადი მიზეზები ჩამოგიყალიბოთ, რამაც ბავშვის ოფლიანობის გაძლიერება შეიძლება გამოიწვიოს: არაადეკვატური, სეზონისთვის შეუფერებელი ჩაცმულობა( მას ისევე უნდა ეცვას სეზონზე 3 თვიდან, როგორც თქვენ იცვამთ, ანუ იგივენაირად აღიქვამს ტემპერატურას), არ ჭირდება შალის წინდები და ქუდი, საწოლის თეთრეული უნდა იყოს ბუნებრივი, ბამბა, ან სხვა ნატურალური მასალა, ტემპერატურული რეჟიმი ოთახში, არ აღემატებოდეს 20 გრადუსს, ყურადღება მიაქციეთ სითხის მიღების ოდენობას, აძლევთ თუ არა 2 წლამდე ასაკამდე ბავშვს D ვიტამინს, რომელიც ექიმმა დაგინიშნათ, როგორია ამ მხრივ თქვენი გენეტიკური პასპორტი, ემოციური ან იქნებ ჰიპერაქტიურია თქვენი შვილი (ცელქი, ვერ ჩერდება ერთ ადგილზე,რთულად ახდენს ყურადღების კონცენტრირებას, უჭირს დამახსოვრება, ძალიან ბევრ კითხვას სვამს დღის განმავლობაში, კაპრიზობს, უმიზეზოდ ტირის, ემოციური, მბორგავი ძილი აქვს) ჰიპერჰიდროზი ახასიათებს ტემპერატურის მატებასაც და ჰიპოთერმიასაც (დაბალ ტემპერატურას) ჭამის დროს განსაკუთრებულ ემოციას გამოხატავენ ბვშვები (განსაკუთრებით ძუძუთი კვებისას) და სულ სველდებიან, ასევე თამაშის, განსაკუთრებით კომპიუტერთან ურთიერთობის დროს... ეს ყველაფერი ბუნებრივია, განსაკუთრებით ზაფხულში, მაგრამ, თუ შეამჩნიეთ ზოგადი სისუსტე, აღენიშნა თავის ტკივილი, ღებინების შეგრძნება, ხშირი შარდვა ან პირიქით, დამახასიათებელი ოფლის სუნი(მჟავე ან სპეციფიური)ძილიანობა, გამონაყარი კანზე ან ოფლიანობასთან თანდართული სხვა საყურადღებო ნიშანი, გაესაუბრეთ თქვენ ექიმს, შეიძლება გამოკვლევები იყოს საჭირო, რასაც თქვენი ოჯახის ექიმი განგიმარტავთ“ [post_title] => გაძლიერებული ოფლიანობა ბავშვებში - ინგა მამუჩიშვილის რეკომენდაციები [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => gadzlierebuli-oflianoba-bavshvebshi-inga-mamuchishvilis-rekomendaciebi [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-07-06 13:16:26 [post_modified_gmt] => 2018-07-06 09:16:26 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://fortuna.ge/?p=262263 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) ) [post_count] => 3 [current_post] => -1 [in_the_loop] => [post] => WP_Post Object ( [ID] => 265088 [post_author] => 23 [post_date] => 2018-07-12 16:41:26 [post_date_gmt] => 2018-07-12 12:41:26 [post_content] => გადაცემის ლაივი LIVE წონაში კლება და მატება ზაფხულის სეზონზე, დღეს გავრცელებული და პოპულარული დიეტები, განტვირთვის დღეები, ბევრი წყალი და რთულად ახდენადი ოცნება, გახდომა ტანჯვის გარეშე - ამ თემაზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ენდოკრინოლოგმა ლაშა უჩავამ ისაუბრა. ლაშა, ადამიანები ორ კატეგორიად იყოფიან, სინი ვინც ზაფხულში იმატებ წონაში და პირიქ, რომლებიც იკლებენ. რა არის ამის მიზეზი და რეალურად, როგორ უნდა რეაგირებდეს ადამიანის ორგანიზმი სიცხეზე? თემა ნამდვილად აქტუალურია, არა მარტო ზაფხულში, არამედ ნებისმიერ სეზონზე. კვება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია ჩვენი ჯანსაღი ცხოვრების წესის დასანერგად და ყველა სეზონზე ჩვენ გარკვეულ წესებს უდნა ვიცავდეთ. ცხადია, წესები არსებობს იმისთვის, რომ დაირღვეს, თუმცა, პერმანენტული ხასიათი ამ დარღვევებს არ უნდა ჰქონდეს. რაც შეეხება ზაფხულის პერიოდში წონის კლებასა და მატებას, ეს დაკავშირებულია ორგანიზმში მიმდინარე გარკვეულ ცვლილებებთან. მაგალითად ერთ-ერთი ამის მაპროვოცირებელი ფაქტორი გახლავთ ინსულინ რეზისტენტობა ანუ ორგანიზმში ინსულინის მაღალი დონე. ინსულინი თავის ფუნქციას ვერ ასრულებს და ერთგვარად გახლავთ გენეტიკური განწყობა შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ით დაავადებულ პაციენტებში. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ზაფხულში ჩვენ განებივრებულნი ვართ დიდი ოდენობით ხილით, რომელიც მდიდარია ნახშირწყლებით. შესაბამისად, თუ ჩვენ ზაფხულში სიცხის გამო ვერ მივირთმევთ სხვადასხვა ტიპის პროდუქტებს, მაგალითად პურბურღულეულს, შემწვარ ხორცსა თუ ნებისმერი სხვა საკვებ პროდუქტს, ხილის სახით დიდი ოდენობით ნახშირწყლების მიღება იწვევს ინსულინ რეზისტენტობის გააქტიურებას. ეს კი შემდგომში ქმნის ჭარბი ცხიმის დეპოს ჩვენ ორგანიზმში და იწყება წონის მატება. გარდა ამისა, ზაფხულში წონის მატება დაკავშირებულია სითხის დეფიციტთან, ვინაიდან ოფლის გამოყოფა და შესაბამისად, სითხის დანაკარგი ბევრად უფრო მეტია, ეს კი ნივთირებათა ცვლის სიჩქარეზე მოქმედებს. ეს კი საბოლოოდ იწვევს იმას, რომ ჭარბი ცხიმი გროვდება ჩვენს ორგანიზმში. აი რაც შეეხება, ადამიანებს, რომლებიც ზაფხულის პერიოდში იკლებენ წონაში, აქ უკვე საუბარია გამართულ, ჯანსაღ ნივთიერებათა ცვლაზე, სავარაუდოდ, ისინი იღებენ უფრო მეტ სითხეს და არიან ადამიანები, რომლებსაც უბრალოდ არ უყვართ ხილი, ტკბილეული და ნახშირწლებისგან თავს იკავებენ. წონის პრობლემ, როგორც ერთ-ერთ ყველაზე დაუმარცებელი გამოვევა, არის თუ არა აქ გენეტიკა წამყვანი ფაქტო შესაძლოა თუ არა რეული წლებიან ამის ევენცია ? შაქრიანი დიაბეტი არაა განაჩენი და დიაბეტი არ კლავს. თუ შაქრიანი დიაბეტი და მისი ციფრები მოწესრიგებულია, ადამიანს შეუძლია იცხოვროს ჩვეულებრივი ცხოვრების წესით. ხოლო თუ ის არ იცავს წესებს, რომელიც აუცილებელია შაქრიანი დიაბეტის სამართავად, ეს უკვე იწვევს იმ გართულებებს, რომელიც ამცირებს სიცოცხლის ხანგრძლივობას. რაც შეეხება გენეტიკურ განწყობას, როგორც დიაბეტის, ასევე სიმსუქნის შემთხვევაში, მას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. როდესაც ჩვენ ვიცით, რომ გვაქვს გენეტიკური წინასწარ განწყობა, ამ დროს აუცილებლად უნდა ვიზრუნოთ მომავალზე. ეს კი იწყება ბავშვის მუცლადყოფნის პერიოდიდან, როდესაც ორსულმა აუცილებლად უნდა შეზღუდოს ნახშირწყლები, რათა ნივთიერებათა ცვლა იყოს მოწესრიგებული. ბავშვთა კვებაში კი არ უნდა იყოს ჩართული შაქარი, რათა გემოვნების რეცეპტორები ამ კუთხით არ გააქტიურდეს. ჩვენი კვება იგივე ჩვევაა, როგორც ვაჩვევთ ბავშვს, ისევე იკვებება ის შემდგომში. თუ ბავშს არ დავაძალებთ და არ შევაყვარებთ ტკბილეულს, მას ზრდასრულ ასაკში ეს პროდუქტები არ ეყვარება. ნაკლებტკბილი პროდუქტი მისთვის უკვე ძალიან ტკბილი გახდება, ეს კი უკვე გახლავთ პრევენცია და პროფილაქტიკა იმისათვის, რომ მან თავი დაიცვას ჭარბი წონის, სიმსუქნისა და შაქრიანი დიაბეტისგან. რომელია ის ენდოკრინოლოგურ დადებბი, რომებიც ყველზე მეტად უშლიან ხელს წონის კორექციას? მეტწილად საქართველოში ჭარბი წონაც და სიმსუქნეც გამოწვეულია არასრულფასოვანი კვებით. რაც შეეხება დაავადებებს, პროცენტულად ეს შეიძლება იყოს ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები ანუ ეგრეთწოდებული ჰიპოთირეოზი. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება, რომელიც იწვევს ნივთიერებათა ცვლის შენელებას და ეს კი, ხელს უწყობს ჭარბი ცხიმოვანი ქსოვილის განვითარებას და მეტაბოზლიმის შენელებას. ასევე უნდ გამოვყოთ შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, რომელიც არ ვითარდება ერთ დღეში. მას აქვს თავისი განვითარების ფაზები ანუ პრედიაბეტი, რომელსაც თავის მხრივ ასევე აქვს ხუთი ფაზა და ის იწყება ცხიმოვანი ცვლის დარღვევით. შემდგომ მას მოსდევს ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევა, ინსულინ რეზისტენტობა, ჰიპერინსულიმენია და შემდგომ უკვე იწყება ინსულინის დეფიციტი, როდესაც ისმევა დიაგნოზი, შაქრიანი დიაბტი ტიპი 2. არსებობს ასევე ბანალური დარღვევები ორგანიზმში, რომელიც კავშირშია ჭარბ წონასთან, ესაა მინერალებისა და ვიტამინების დეფიციტი. როდესაც ჩვენ პაციენტი ჭარბი წონით მოგვმართავს და  მას ვიტამინებსა და მინერალებსაც ვაწვდით, იმის მიხედვით, თუ რომლის დეფიციტა, ისმის კითხვა, არ გამასუქებს? რა თქმა უნდა არა, რადგან ჩვენ სწორედ სიმსუქნეს ვმკურნალობთ. უნდა ავღნიშნო, რომ ბოლო პერიოდში ძალიან დიდი როლი უჭირავს D ვიტამინს, რომელიც სამწუხაროდ დეფიციტურია საქართველოში და თითქმის ყოველ მეორე ადამიანს, ჩვენი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, აქვს ვიტამინ D-ს დეფიციტი. ეს კი ასევე მჭიდრო კავშირშია სიმსუქნის განვითარებასთან, იმუნურ სისტემასთან. სიმსუქნე, როგოც სხვა ენდოკრინული პათოლოგია, არის ქრონიკული დაავადება, რომელსაც სჭირდება  მულტიფროფილური მკურნლაობა. სიმსუქნე ორგანიზმში უამრავ დაავადებას იწვევს, ესაა დააახლოებით 150-მდე დაავადება, დაწყებული კანის სტრუქტურით, დამთავრებული შარდსასქესო სისტემის დაავადებებით. ის მოიცავს აბსოლუტურად ყველა ორგანოთა სისტემას. რას იტყვით დღეს გავცელებულ და პოპულარული დიტებზე, მაგალითად დუკანის ცილების დიეტზე. სხვათა შორის ეს დიეტა მას შემდეგ გახდა პოპულარული, რაც მისი დახმარებით ქეით მიდლტონმა დაიკლო...  როგორც კი პირველად გამოჩნდა ეგრეთწოდებული დუკანის დიეტა, იმთავითვე ვიყავი ამ კვების მიმდევრების მოწინააღმდეგე.
დიეტა ეს არის სწორი, რაციონალური, ბალანსირებული და ჯანსაღი კვება. ეს კი გულისხმობს, რომ საკვებ რაციონში აუცილებლად უნდა იყოს ყველა ტიპის საყუათო ნივთიერება. ესენია ცხიმები, ცილები, ნახშირწყლები, ვიტამინები, მინერალები, მიკრო და მაკრო ელემენტები. რომელიმე მათგანის ამოღება საკვები რაციონიდან ნიშნავს, რომ ჩვენ პათოლოგიურ ზეწოლას ვახდენთ ჩვენივე ორგანიზმზე.
დუკანის დიეტაში შედის დიდი ოდენობით ცილოვანი პროდუქტები და არ შეიძლება ყველამ დაიცვას კვების ეს სტილი. თუ ადამიანს აღენიშნება გარკვეული პათოლოგიები, მაგალითად იგივე თირკმლის დაავადება, ამ დროს შესაძლოა მოხდეს მდგომარეობის გამწვავება და პაციენტი სტაციონარშიც კი აღმოჩნდეს. მე მყოლია ძალიან ბევრი პაციენტი, რომლებიც დუკანის დიეტის შემდეგ ფაქტიურად ვერ დადიოდნენ, იყო განვითარებული კუნთოვანი სისუსტე, თავბრუსხვევა, ძილიანობა და სხვადასხვა ტიპის სიმპტომატიკა. დიაგნოსტიკური კვლევებით დადგინდა, რომ მათ აღენიშნებოდათ მინერალების დეფიციტი. სხვათა შორის მიდლტონის ქორწილის წინა პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სტილისტებმა მას ძლივს მოუფიქრეს ვარცხნილობა იმის გამო, რომ დაემართა ბუდობრივი ცვენა, რომელიც შესაძლებელია, დაკავშირებული იყო დუკანის დიეტასთან. დუკანის დიეტაში ასევე არაა განსაზღვრული წყლის რაოდენობა, რომელიც აუცილებელია ჩვენი ორგანიზმისთვის. საზაფხულო მონო დიეტა, რას გვეტყვით  საზამთროს დიეტაზე, რამდენად ეფექტურია ის და რას იტყვით .. განტვირთვის დღეებზე, ანუ შიმშილზე იგივე შემიძლია ვთქვა მონო დიეტებზე. ისინი შესაძლებელია გაკეთდეს თვის განმავლობაში ორი ან სამი დღის მანძილზე, მონო დიეტა და განტვირთვის დღე ცხადია, არ გულისხმობს შიმშილს. ეს გახლავთ რომელიმე ერთი პროდუქტის არჩევა, მაგალითად ცილოვანი პროდუქტები ან ხილი, თუნდაც საზამთრო. საზამთრო შეიცავს დიდი რაოდენობით რკინას, რაც ორგანიზმში ჟანგბადის მომარაგებას უწყობს ხელს. საზამთრო ნახშირწლების მიხედვითაც ნაკლებ კალორიულია, ის მარტივ ნახშირწლებს შეიცავს და ისინი მარტივად იშლება და ცხადია, არის დიდი რაოდენობით წყალი, რომელსაც აქვს შარდმდენი ეფექტი. ეს კი ორგანიზმს შლაკებისა და ტოქსინების გამოდევნაში ეხმარება. აქედან გამომდინარე, თუნდაც კვირაში ერთი დღე საზამთროს დიეტა დასაშვებია. რაც შეეხება ცილოვან პროდუქტებს, მათი მეშვეობით განტვირთვა მიზანშეწონილია მხოლოდ სამი დღის განმავლობაში. ასევე განტვირთვისთვის შესაძლოა გამოვიყენოთ ბოსტნეული, რომელიც დაბალკალორიულია და სავსეა მინერალებითა და ვიტამინებით.
დიეტა საერთოდ არ გულისხმობს შიმშილს, გარკვეული პროდუქტების აკრძალვას, ეს არის საკვები პროდუქტების რაოდენობრივი შეზღუდვა და მათი სწორად გადანაწილება დღის მანძილზე.
ნიშნავს თუ არა ჯანსაღ ცხოვრების წესსზე გადასვლა იმას, რომ სამუდამოდ უნდა დავემშვიდობოთ ცომეულს?  ცომეულზე არც დიეტის დროს უნდა ვთქვათ უარი. როგორც ავღნიშნე, უნდა იყოს რაოდენობრივი შეზღუდვა. თუ ჩვენ ცომეულში განვიხილავთ ისეთ ტრადიციულ ქართულ კერძს, როგორცაა ხაჭაპური, ის არ უნდა იყოს ყოველდღიურ რაციონში. როდესაც ჩვენ პაციენტებისთვის ვადგენთ კვების რაციონს, მას ვაძლევთ არჩევანის შესაძლებლობას, აირჩიოს წიწიბურა, ბრინჯი, კარტოფილი და ა.შ. პაციენტები ხშირად ამბობენ, რომ პურს არ მიირთმევენ, ამ დროს უნდა გვახსოვდეს, რომ წიწიბურა, ბრინჯი, კარტოფილი, მჭადი ზუსტად იგივე შემადგენლობისაა და პურის აკრძალვა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უფრო მალე გავხდებით. ისევე როგორც წიწიბურის მირთმევა უსაზღვრო რაოდენობით არ ნიშნავს, რომ ჩვენ მარტივად დავიკლებთ წონაში. ჩვენ არ ვემხრობით სწრაფ კვებას, რადგან სწორი კვების პრინციპების დროს ადამიანი უფრო მარტივად ეჩვევა რეჟიმს. ხანგრძილივი დიეტა, სიმსუქნით დაავადებულ ადამიანებში, ესაა არაქირურგიული კუჭის რეზექცია ანუ კუჭის კვეთა. ვინაიდან კუჭი გახლავთ კუნთოვანი ორგანო, სწორი კვების დაცვის დროს, ხდება მისი შემცირება ზომებში, რაც უკვე პრევენციაა იმისა, რომ სწრაფად არ მოხდეს დაკარგული წონის დაბრუნება.  შაქარზე მინდა გკითხოთ, რამდენად მიზანშეწონილია მისი რაციონიდან სრულად ამოღება? დიახ, ეს აბსოლუტურად მართებულია, თუ ჩვენ ვსაუბრობთ რაფინირებულ შაქარზე. რაფინირებული შაქარი მთლიანად უნდა იყოს ამოღებული საკვები რაციონიდან, ვინაიდან მას არაფერი დადებითი არ მოაქვს. შაქრის გამოყენება ესაა ჩვევა. საფრანგეთში ჩატარდა კვლევა ვირთაგვებზე, რომლებიც ორ ჯგუფად დაჰყვეს. ერთ ჯგუფს აძლევდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს, ხოლო მეორე ჯგუფს, შაქარს. გაირკვა, რომ ბევრად უფრო მარტივი აღმოჩნდა ნარკოდამოკიდებულების მოხსნა, ვიდრე შაქარზე დამოკიდებულების. დიდი რაოდენობით რაფინირებული შაქრის გამოყენება იწვევს ნერვული სისტემის, მიელინიზაციის დარღვევას ანუ გარსის, რომელიც ნერვულ უჯრედებს აქვს და რომელიც უზრუნველყოფს იმპულსების სწორად გატარებას. რაფინირებული შაქარია ის ერთ-ერთი პროდუქტი, რომელიც ხშირ შემთხვევაში მაპროვოცირებელი ფაქტორია შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2–სა და ჭარბი წონის განვითარებისთვის. არსებობს უამრავი პროდუქტი, ხილი თუ ბოსტნეული, იგივე ხორცი, ბურღულეული, რომელშიც შედის იმ რაოდენობის ნახშირწყლები, რომელიც ორგანიზმს სჭირდება. შესაძლოა თუ არა წყალმა შეწყოს ხელი წონაში კლბას და მაი რა რაოენობა ითვლება დღიურა ანდარტად.. წყალს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ორგანიზმისთვის. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩვენი ორგანიზმის დაახლოებით 65-70 პროცენტი შედგება წყლისგან, ლოგიკურია, რომ წყალს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჯანმრთელობისთვის. წყლის დეფიციტი ორგანიზმში იწვევს ნივთიერებათა ცვლის შენელებას, რაც ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია ჭარბი წონის განვითარების. მაშინ, როდესაც წლით ადეკვატური მომარაგება ხდება, წონის კორექციაზეც ეს დადებითად მოქმედებს. წყალს აქვს შარდმდენი ეფექტი და სწორედ შარდს გამოაქვს გაფილტრული ნივთიერებები ჩვენი ორგანიზმიდან. ესაა ტოქსინები, შლაკები და ცხიმოვანი უჯრედები. რაც შეეხება წლის მიღების წესს, მე არასოდეს შემიზღუდავს პაციენტებისთვის წლის მიღება, მათ შორის არც საკვების მიღების დროს. წელს მარტში ჩატარებული კვლევით, ამერიკელმა სპეციალისტებმაც დაადასტურეს, რომ წყლის მიღებას საკვებთან მიმართებაში არ აქვს გადამწვეტი მნიშვნელობა. მთვარია საკვები პროდუქტისა და წყლის ტემპერატურა არ იყოს ერთმანეთთან შეუთავსებელი. ამ შემთხვევაში ხდება გარკვეული ზემოქმდება კუჭის ლორწოვანზე, რაც ხელს უშლის საჭმლის მონელებას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მეირ რეკომენდებულია, ჩვენი წონა გავამრავლოთ 0.033-ზე და მიღებული ციფრი არის ის რაოდენობა, რა რაოდენობაც უნდა მივიღოთ დღის განმავლობაში. საუბარია მინიმუმზე, რადგან ზაფხულში შეიძლება წყლის რაოდენობა გავზარდოთ. ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ აქ საუბარია ჯანმრთელ ადამიანებზე და არა მათზე, ვისაც აქვს გულსისხლძარღვთა ან საშარდე სისტემის დაავადებები აწუხებთ. გადაცემის ლაივი https://www.facebook.com/fortuna106.9/videos/2131027510255400/ გადაცემის აუდიოჩანაწერი [audio mp3="http://fortuna.ge/wp-content/uploads/2018/07/ekimi-lasha-uchava.mp3"][/audio] [post_title] => დუკანის დიეტის საშიში მხარეები და რჩევები წონაში ჯანსაღად დაკლების მსურველებს – ლაშა უჩავას რეკომენდაციები [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => dukanis-dietis-sashishi-mkhareebi-da-rchevebi-wonashi-jansaghad-daklebis-msurvelebs-lasha-uchavas-rekomendaciebi [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-07-12 17:40:18 [post_modified_gmt] => 2018-07-12 13:40:18 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://fortuna.ge/?p=265088 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) [comment_count] => 0 [current_comment] => -1 [found_posts] => 89 [max_num_pages] => 30 [max_num_comment_pages] => 0 [is_single] => [is_preview] => [is_page] => [is_archive] => 1 [is_date] => [is_year] => [is_month] => [is_day] => [is_time] => [is_author] => [is_category] => [is_tag] => 1 [is_tax] => [is_search] => [is_feed] => [is_comment_feed] => [is_trackback] => [is_home] => [is_404] => [is_embed] => [is_paged] => [is_admin] => [is_attachment] => [is_singular] => [is_robots] => [is_posts_page] => [is_post_type_archive] => [query_vars_hash:WP_Query:private] => e7fdd0f5076ea4bac8f2fa9ef7348b46 [query_vars_changed:WP_Query:private] => [thumbnails_cached] => [stopwords:WP_Query:private] => [compat_fields:WP_Query:private] => Array ( [0] => query_vars_hash [1] => query_vars_changed ) [compat_methods:WP_Query:private] => Array ( [0] => init_query_flags [1] => parse_tax_query ) )

მსგავსი სიახლეები