LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ტირილის დროს, ხალხი იფიქრებს, რომ სუსტი ვარ” – კლიპი, ახალშობილის მოლოდინებზე

159

კომპანია UNWOMEN-მა გენდერულ საკითხებზე და ბავშვის ჩვილობის მომენტიდან დაწყებული ამ პრობლემის არსებობაზე კლიპი გაავრცელა.

“თუ გენდერული დაყოფა დაიწყო ჩვენში, შეიძლება დამთავრდეს კიდეც ჩვენით” – ამ სლოგანით სტერეოტუპულ პრობლემებს 1 წუთიანი კლიპი სრულად აღწერს.

“ფორტუნა” კლიპის თარგმანს გთავაზობთ:

 

https://www.youtube.com/watch?v=wVVipslCVdQ

“როგორც გოგო, მე ველოდები, რომ ვიქნები შენი პატარა პრინცესა, როგორც ბიჭი, ველოდები რომ შენი გმირი ვიქნები”, – ასე იწყება კლიპი, სადაც ვარდისფერი და ციფერი გოგოს და ბიჭის განმსაზღვრელ ფერებადაა გამოყენებული.

გოგო (ვარდისფერი): ვვარაუდობ, რომ ვითამაშებ თოჯინებით და ვიქნები ლამაზი.

ბიჭი (ცისფერი): ვვარაუდობ, რომ დავკავდები სპორტით და ვიმოქმედებ მკაცრად.

გოგო: ტირილის დროს, ხალხი იფიქრებს, რომ ეს ჰორმონალურია.

ბიჭი: ტირილის დროს, ხალხი იფიქრებს, რომ სუსტი ვარ.

გოგო: თუ უფრო მეტ დროს სამსახურში გავატარებ და არა სახლში, მე ნაკლებად მოსიყვარულე ვიქნები.

ბიჭი: თუ უფრო მეტ დროს სამსახურში გავატარებ და არა სახლში, მე ნაკლებად მოსიყვარულე ვიქნები.

გოგო: ხალხს კითხვები გაუჩნდება ჩემს ორიენტაციასთან დაკავშირებით, თუ ჯარში წასვლას გადავწყვეტ.

ბიჭი: ხალხს კითხვები გაუჩნდება ჩემს ორიენტაციასთან დაკავშირებით, თუ ექთნის პროფესიას ავირჩევ.

ველოდები, რომ საკუთარ თავში გავერკვევი, როგორც ბიჭი, ან როგორც გოგო”.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები