LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თითის გაშვერა 1 წლის ასაკში ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ“ – თამარ გაგოშიძე ჟესტების უდიდეს მნიშვნელობაზე

963

ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ნევროლოგიის და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტის ფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე ბავშვთა განვითარების თავისებურებებზე საუბრობდა. დღეს  „ნიკორა ტრეიდის“ ოფიციალურ გვერდზე ლექციის ის ნაწილი ვრცელდება, სადაც თამარ გაგოშიძე 1 წლის ასაკში ჟესტების ენის მნიშვნელობაზე საუბრობს.

„შენ როგორც უფროსმა, აუცილებლად უნდა შეუქმნა ბავშვს ისეთი სიტუაცია, რომ ბავშვმა მოახერხოს თავისი ემოციების დაძლევა ან მიღება. დღეს ჩვენთან ადამიანებმა არჩევანის გაკეთება და პრიორიტეტების დასახვა, სამწუხაროდ, არ იციან. პატარა ბავშვის შემთხვევაში არჩევანი, კატლეტი უნდა თუ სუპი, ლურჯი შარვალი უნდა თუ მწვანე, ეს არჩევანი მას პატარაობიდან უნდა ჰქონდეს. სწორედ ასე აგებს ის პასუხს თავის ქცევაზე. ქცევის თვთმართვა არის პასუხისმგებლობის აღება საკუთარი ქცევის შედეგებზე. ეს საქართველოში არ ვიცით არავინ. არადა ეს ისწავლება ბავშვობიდან. მე ვიცი, რომ თუ ახლა არ გამოვრთე ტელევიზორი, კამფეტი არ მექნება. ეს არის ძალიან სასარგებლო ვაჭრობა, იმიტომ რომ ბავშვი ჩვენგან განსხვავებით არის მატერიალისტი. მშობლები ხშირად მეუბნებიან, რომ ვუხსნი და არ ესმის. ამ დროს 2 წლის ბავშვს ამდენია ახსნა-განმარტება არ სჭიდება. ერთხელ უხსნის და მორჩა. ამ ასაკში ამის გაკეთება შესაძლებელია. 7 წლის ასაკში ამას ვერ გააკეთებთ, უკვე გვიანია. ახლა რაც შეეხება კომუნიკაციას, ხელის გაშვერას. ესაა ერთ-ერთი ყველაზ მნიშვნელოვანი რამ. ჩვენ ყოველთვის ვეკითხებით მშობლებს, იშვერს თუ არა ის თითს. საუბარია 1 წლის ასაკის ბავშვზე. თითის გაშვერა ნიშნავს იმას, რომ ჩემი შვილი მე რაღაცას მაჩვენებს. ეს არის მეტყველებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი რამ. ვიღაც მშობელი გვეტყვის, რომ ჩემი შვილი ამას არ აკეთებს და ეს ძალია ცუდა. ამ ჟესტის მეორე მნიშვნელობა იმპერატიულია, ის რაიმეს ითხოვს. ესეც არის ძალიან სასარგებლო. უფროსის ყურადღების მიქცევა, ის იშვერს თითს, რომ შენი ყურადღება მიიქციოს და ეს ყველაფერი არის ერთობლივი გაზიარებული ყურადღების წინაპირობა. როდესაც მშობელს ეჭვი ეპარება, აქვს თუ არა ბავშვს აუტისტური სპექტრის აშლილობა, ძალიან ხშირად მშობელი აღნიშნავს, რომ ბავშვი არ იშვერს თითს. ამ დროს გაზიარების უნარი 1 წლიდან ყალიბდება და აქ უნდა ვიყოთ ძალიან ყურადღებით. ერთი წლის ბავშვს უკვე აქვს სოციალური ჟესტები, დამშვიდობება, პირზე კოცნა ანუ ისინი უკვე ითვალისწინებენ სხვა ადამიანს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები