LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თითოს 37 ცალი: ოლიმპიადაზე პრეზერვატივებს კალათებით დაარიგებენ

77

პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიადაში მონაწილე სპორტსმენებს რეკორდული რაოდენობით პრეზერვატივს დაურიგებენ.

ოლიმპიადის გახსნის შემდეგ, 9 თებერვალს, დარიგდება კონტრაცეფციის 110 ათასი შეკვრა, რაც 10 ათასით მეტია 2010 წელს ვანკუვერში და 2014 წელს სოჭში გაცემულ რაოდენობასთან შედარებით.

კალათებს პრეზერვატივებით ოლიმპიურ სოფელში ქალების და კაცების საპირფარეშოებში განათავსებენ, ასევე, მთავარ დარბაზში მედიისთვის და სამედიცინო ცენტრში.

ზამთრის თამაშებში მონაწილეობას 2925 სპორტსმენი მიიღებს.

თითოეულზე 37 ცალი პრეზერვატივია გათვალისწინებული.

ოლიმპიური თამაშები 9 თებერვალს იწყება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები