LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტომ ჰენკსმა და რიტა უილსონმა კალიფორნიაში მდიდრული სახლები გაყიდეს

143

ჰოლივუდის მსახიობმა ტომ ჰენკსმა და მისმა მეუღლემ, რიტა უილსონმა კალიფორნიაში ორი სახლი 17,5 მილიონ დოლარად გაყიდეს.

სახლები პაციფიკ-პალისედსში მდებარეობს და ერთი მათგანის ფასი 7,3 მილიონი დოლარი იყო, მეორესი – 10,2. რაც შეეხება ფართობს, ნაკლებად ღირებული 365, ხოლო ძვირადღირებული – 674 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული.

არსებული ინფორმაციით, ორივე სახლი ერთმა და იმავე ადამიანმა შეიძინა, თუმცა მისი ვინაობა არ ხმაურდება.

პაციფიკ-პალისედსში ჰენკსსა და მის მეუღლეს 5 მილიონად შეფასებული კიდევ ერთი სახლი აქვთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები