LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტომ კრუზი ქალიშვილთან ურთიერთობის აღდგენას შეეცდება

49

ერთი კვირის წინ, მსახიობ ტომ კრუზს დედა გარდაეცვალა. ბოლო პერიოდი, დედა-შვილს შორის ურთიერთობა დაძაბული იყო, მიზეზად კი კრუზის საენთოლოგიით გატაცება სახელდებოდა, რომელსაც დედამისი არ იზიარებდა. როგორც ჩანს, მშობლის სიკვდილმა კრუზის შეხედულებები შეცვალა და მსახიობმა გადაწყვიტა, ურთიერთობა ქალიშვილთან აღადგინოს, რომელიც უკვე რამდენიმე წელია არ უნახავს.

ინსაიდერის თქმით, მას იმ დროის ანაზღაურება და გამოსწორება სურს, რაც დაკარგა და სიტუაციის შეცვლას უახლოეს მომავალში გეგმავს. ცნობილი ხდება, რომ ქალიშვილთან მეტი დროის გატარების მიზნით კრუზი გარკვეულ როლებზე უარსაც იტყვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები