LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ტომი ჰილფიგერში” სააღდგომო აქცია იწყება

255

ტამსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების მაღაზია ”ტომი ჰილფიგერში” სააღდგომო აქცია იწყება.  ფასდაკლებების აქცია  მაღაზიაში წარმოდგენილ სრულ კოლექციაზე გავრცელდება და სამ დღეს გასტანს.

”წინა სააღდგომოდ გადავწყვიტეთ ჩვენი მომხმარებლისთვის საჩუქარი გაგვეკეთებინა. ფასდაკლება 15 %-იანი იქნება, დაიწყება პარასკევს და კვირის ჩათვლით შეძლებს კლიენტი სასურველი ნივთის შეღავათიან ფასად შეძენას”, – განაცხადეს მაღაზიაში.

მათივე ინფორმაციით,  ”ტომი ჰილფიგერმა”  რამდენიმე დღეა, რაც გაზაფხული-ზაფხულის 2016 წლის კოლექცია მიიღო. კოლექციაში ბრენდის ოფიციალური ფერების, ლურჯის, თეთრისა და წითლის გარდა, ფერთა სრული გამაა წარმოდგენილი.

ცნობისთვის, ”ტომი ჰილფიგერი” საქართველოში 2015 წლიდანაა წარმოდგენილი და ის ამ ეტაპზე ერთ მაღაზიას თბილისში, რუსთაველის გამზირზე ფლობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები