LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტოპ-10 უმსხვილესი ინვესტორი კომპანია საქართველოში

77

2017 წლის 9 თვეში საქართველოში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა ჯამურად 1 მლრდ 346 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.9 %-ით მეტია.

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ 2017 წლის III კვარტლის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2017 წლის III კვარტალში 594.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2016 წლის III კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 17.6 პროცენტით მეტია.

საქსტატის ცნობითვე, მესამე კვარტალში საქართველოს უმსხვილეს ინვესტორ კომპანიათა TOP -10 ასეთია:

  • IDS ბორჯომი,
  • ენერგო-პრო ჯორჯია
  • მაგთიკომი
  • BP Group
  • შპს აჭარ ენერჯი-2007
  • ჩინეთის რკინიგზა
  • სს მეტრო ავრასია ჯორჯია
  • ENKA İnsaat ve Sanayi
  • შპს საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი
  • ნენსკრა ჰიდრო
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები