LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტოპ 5 ქვეყანა, სადაც ქართული ღვინო ყველაზე დიდი ოდენობით გავიდა

64

2017 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან მსოფლიოს 44 ქვეყანაში ექსპორტირებულია 45,3 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 61%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 100,3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 55%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, გიორგი სამანიშვილის განცხადებით, ქართული ღვინის გაყიდვები გაიზარდა ევროკავშირის, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, აშშ-ს და სხვა ბაზრების მიმართულებით.

„ღვინის ექსპორტმა 8 თვის მდგომარეობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 61%-ით მოიმატა, 55%-ით გაიზარდა ღვინის რეალიზაციით მიღებული შემოსავლები. ქართული ღვინის გაყიდვები გაიზარდა ევროკავშირის, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, აშშ-ს და სხვა ბაზრების მიმართულებით, რაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და მეღვინეობის დარგის კოორდინირებული საქმიანობისა და სწორად დაგეგმილი მარკეტინგული აქტივობების შედეგია“, – განაცხადა გიორგი სამანიშვილმა. 

ექსპორტის მატება აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: ჩინეთი – 51% (5098091), რუსეთი – 94% (28493063), უკრაინა – 42%(4334970), პოლონეთი – 19% (1622872), ლატვია – 25% (963266), ბელარუსი – 35% (904070), აშშ – 67% (286496), გერმანია – 39% (256672), ისრაელი – 232% (139994), საფრანგეთი – 378% (95530), აზერბაიჯანი – 170% (102 342) და სხვა.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი, ჩინეთი, უკრაინა, ყაზახეთი და პოლონეთი.

ადგილწარმოშობის დასახელების მიხედვით ლიდერობს ღვინო „ქინძმარაული“ – 7 752 470 ბოთლი, შემდეგ მოდის: „მუკუზანი“ – 2 478 937, „წინანდალი“ – 1 959 406, „ახაშენი“ – 861 185, „ხვანჭკარა“ – 451 034, „ტვიში“ – 172 358, „ნაფარეული“ – 121 986 და ა.შ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები