LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტოპ-5 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი ფული გადმოირიცხა

91

წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 2017 წლის ოქტომბერში საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა 20 %-ით გაიზარდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2017 წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 123.0 მლნ დოლარი, ანუ 307.1 მლნ ლარი შეადგინა, რაც 20.0 პროცენტით (20.5 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2016 წლის ოქტომბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

სები-ის ინფორმაციითვე, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.3 პროცენტი იმ 14 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ოქტომბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 14 ქვეყანაზე გასული წლის ოქტომბერში მთელი ფულადი გზავნილების 92.6 პროცენტი მოდიოდა.

იმ ქვეყნების ხუთეული, საიდანაც საქართველოში 2017 წლის ოქტომბერში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა, ასეთია: რუსეთი (39.3 მლნ აშშ დოლარი), საბერძნეთი (13.2 მლნ აშშ დოლარი), იტალია (12.7 მლნ აშშ დოლარი), აშშ (12.3 მლნ აშშ დოლარი), ისრაელი(11.0 მლნ აშშ დოლარი).

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2017 წლის ოქტომბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 18.5 მლნ აშშ დოლარი (46.2 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 17.8 მლნ აშშ დოლარისა (42.0 მლნ ლარისა) გასული წლის ოქტომბერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები