LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტოპიკრემი – ჰიპოალერგიული დამატენიანებელი პროდუქტები მთელი ოჯახისთვის

2598

კრემების დამატენიანებელი სერია მთელი ოჯახისთვის – კომპანია ”ტოპ ჯორჯია” მომხმარებელს ფრანგული ბრენდის TOPICREM-ის პროდუქციას სთავაზობს. როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, ამ ეტაპზე საქართველოში ”ტოპიკრემის” ბრენდის ქვეშ დაახლოებით 50-ამდე დასახელების პროდუქტია წარმოდგენილი.

”აღნიშნული ბრენდი აერთიანებს სახისა და სხეულის ყველა ტიპის კანის საშუალებებს მთელი ოჯახისთვის, ანუ პროდუქტი მორგებულია სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის მომხმარებელზე. აღსანიშნავია, რომ ”ტოპიკრემს” გააჩნია საბავშვო ხაზიც, მათ შორის ახალშობილთა მიმართულებით. მთავარი კი არის ის, რომ ”ტოპიკრემი” გამოირჩევა მაღალი ხარისხით, ეფექტურობით და აკმაყოფილებს მაღალ სტანდარტებს”, – აცხადებენ კომპანიაში.

როგორც ”ტოპ ჯორჯია”-ში განმარტავენ, ”ტოპიკრემს” მიღებული აქვს  საუკეთესო შეფასება ექიმებისა და სპეციალისტებისგან, როგორც მაღალტექნოლოგიური, ჰიპოალერგიული დამატენიანებელი პროდუქტების გამას, მთელი ოჯახისთვის.

ცნობისთვის, TOPICREM-ის პროდუქცია ქართულ ბაზარზე 10 წლის წინ შემოვიდა. პროდუქცია სრულიად საქართველოს მასშტაბით, PSP-s სააფთიაქო ქსელში იყიდება. ფრანგული ბრენდის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში კომპანია ”ტოპ ჯორჯიაა”, მარკეტინულ მხარდაჭერას კი ახორციელებს შპს  ”ფიდმედიკალის” წარმომადგენლობა საქართველოში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები