LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თორნიკე მამალაძე – აუცილებლად წავალთ სტრასბურგის სასამართლოში, მიუხედავად იმისა, შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი დეკანოზ გიორგი მამალაძეს

170

აუცილებლად წავალთ სტრასბურგის სასამართლოში, მიუხედავად იმისა, შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი დეკანოზ გიორგი მამალაძეს, – ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ თორნიკე მამალაძემ განაცხადა.

„ჩვენ აუცილებლად წავალთ სტრასბურგის სასამართლოში. მიუხედავად იმისა, შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი დეკანოზ გიორგი მამალაძეს. ამას ამ მომენტში არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მაგრამ იმედია პრეზიდენტი შეიწყალებს, რადგან სტრასბურგამდე გარკვეული პერიოდია. აუცილებლად წავალთ სტრასბურგში და დავანახებთ საქართველოს სასამართლოს, თუ რას ნიშნავს სამართალი და უდანაშაულო ადამიანის გაწირვა“, – აღნიშნა თორნიკე მამალაძემ.

მისივე თქმით, სინოდის სხდომაზე აუცილებლად უნდა მოუსმინონ დეკანოზ გიორგი მამალაძეს. „როდესაც დეკანოზს მოუსმენენ, 46-ვე ეპისკოპოსი, უწმინდესის მეთაურობით, დაიჯერებს ჩემი ძმის უდანაშაულობას. მე ამის იმედი მაქვს, რადგან 100%-ით მჯერა, რომ ჩემი ძმა უდანაშაულოა“, – განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

პოპულალურები