LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თორნიკე მარსაგიშვილსა და გიორგი რეხვიაშვილს შორის სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

39

პროკურორ თორნიკე მარსაგიშვილსა და ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი რეხვიაშვილს შორის სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. პროცესზე პროკურორი შპს ”რაზას” მფლობელისთვის თანხის გამოძალვაზე საუბრობდა, რამაც ბრალდებული რეხვიაშვილი გააღიზიანა. გიორგი რეხვიაშვილმა პროკურორს ხმამაღლა მიმართა, რომ მისი მონათხრობი სიცრუე იყო.
ბრალდებულსა და პროკურორს შორის ურთიერთშელაპარაკება მოსამართლემ 5-წუთიანი შესვენების გამოცხადებით განმუხტა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები