LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტორპედო გავარდა, ტორპედო დარჩა: საქართელოს ჩემპიონს ევროპალიგაზე ვიკინგური ელოდება (ვიდეო)

43

ტირასპოლის „შერიფმა“ ქუთაისის „ტორპედო“ 3:0 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოაგდო.
საქართველოს ჩემპიონი ევროპალიგაზე გადაერთვება და იქ მოსინჯავს ძალებს.

ტირასპოლში კი ქუთათურებს დიდი შანსი არ ქონიათ და ლოგიკურად წააგეს.

მოლდოვას ჩემპიონმა ანგარიში მე-9 წუთზე ზიგი ბადიბანგას გოლით გახსნა. მე-40 და 55-ე წუთებზე ჟო სანტოსმა ქუთაისელთა კარი კიდევ ორჯერ აიღო და „შერიფმა“ საქართველოს ჩემპიონი 3:0 დაამარცხა.

წაგებული „ტორპედო“ ევროსეზონს არ დაასრულებს. საქართველოს ჩემპიონი ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაერთვება, სადაც ფარერების გუნდს, „ვიკინგურს“ შეხვდება.

მატჩის შემდეგ „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა, კახა ჩხეტიანმა ჟურნალისტებისთვის კომენტარი გააკეთა.


“ყოველ წაგებულ მატჩში, პირველ რიგში, ჩემს ბრალს ვხედავ. დღესაც ასეა – პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ.
თამაშის მიმდინარეობაზე სწრაფმა გაშვებულმა გოლმაც იმოქმედა. მომენტი ჩვენც გვქონდა და არავინ იცის, რა მოხდებოდა, თუ მეკარესთან პირისპირ გასული ჩვენი ფეხბურთელი გოლს გაიტანდა. ჯერ არ მინახავს განმეორებით ის მომენტი და ასე ხაზგასმით ვერ ვიტყვი, იყო თუ არა პენალტი, თუმცა ახლა ამაზე საუბარს აზრი აღარ აქვს.

ვულოცავ “შერიფს” ამ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებ. ჩვენ კი ევროპალიგაზე გადავერთვებით და წარმატების მიღწევას უკვე იქ ვეცდებით.

მადლობას ვუხდი აქ ჩამოსულ ქართველ გულშემატკივარს. მადლობა, ვინც საქართველოდან გვიგულშემატკივრა. გული მხოლოდ იმაზე მწყდება, რომ დღეს ამ ხალხს სიხარული ვერ ვაჩუქეთ, თუმცა ყველაფერი წინაა,” – თქვა ჩხეტიანმა.

ერთ კვირაში ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „ტორპედო“ ფარერების “ვიკინგურს” შეხვდება.

 

https://www.youtube.com/watch?v=wfdh6L8i1AM

შერიფი – ტორპედო 3:0
ტირასპოლი. “ბოლშაია სპორტივნაია არენა”.
გოლები: 1:0 ბაბადინგა (9), 2:0 ჯოალისონი (40), 3:0 ჯოალისონი (55)

შერიფი: მიკულიჩი, სუშიჩი, პოსმაკი, კულუშიჩი, კრისტიანო, კენდიში (ანტონი 75), კაპიჩი (როდრიგესი 73), პალიჩი, ჯოალისონი (კოვეჩევიჩი 89), კამარე, ბადიბანგა

ტორპედო: კვასხვაძე, ხურცილავა, კობახიძე, აზაცკი, მარინი, ჰლინკა, ცინცაძე, კუხიანიძე (ტუღუში), გეგეჭკორი (დაფე 46), ქიმაძე, კუტალია (კაპანაძე 68)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები