LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტორპედო გავიდა და თბილისში გადმოვა: ჩიხურა ღირსეულად მორჩა (ვიდეო)

85

ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი დასრულდა, რომელშიც ორი ქართული გუნდი – საჩხერის „ჩიხურა“ და ქუთაისის „ტორპედო“ მონაწილეობდა.

„ჩიხურა“ სლოვენიაში „მარიბორს“ შეხვდა. მატჩი საკმაოდ დაძაბული და თანაბარი გამოდგა, თუმცა რეალური საგოლე მომენტები ბევრი არ შექმნილა.

პირველი გოლი მატჩის 70-ე წუთზე გავიდა, როდესაც მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ლუკა ზაჰოვიჩმა შანსი ხელიდან არ გაუშვა.
საჩხერელებმა უმალ შეუტიეს და სარდალიშვილმა კარის აღების ორი კარგი შესაძლებლობა ვერ გამოიყენა. დამატებულ წუთებში მეტოქემ კონტრშეტევაზე დაგვიჭირა და ტავარესმა მეორე გოლიც გაგვიტანა, თამაშიც დასრულდა.

საბოლოოდ 2:0 „მარიბორის“ სასარგებლოდ და „ჩიხურა“ ევროთასებს დაემშვიდობა.

 

მარიბორი – ჩიხურა 2:0
გოლები: 1:0 ზაჰოვიჩი (70), 2:0 ტავარესი (90+6)

ჩიხურა: ჰამზიჩი, ჩიტეიშვილი, მირცხულავა, მაისაშვილი, ჩიკვაიძე (ჩიხლაძე 81), კაკუბავა (ბუხაიძე 86), სარდალიშვილი, ბუღრიძე, მარკოზაშვილი, კახაბრიშვილი (მეგრელიშვილი 67), გაბედავა

 

https://www.youtube.com/watch?v=5q2Jq2hfNc4

როგორც მოსალოდნელი იყო, ქუთაისის „ტორპედომ“ შინ მოპოვებული უპირატესობა, კიდევ უფრო განამტკიცა და მეტოქე, ორი მატჩის ჯამში 7:0 დაამარცხა.

სტუმრად გატანილი გოლების ავტორები არიან მილოშ ლაჩნი, მამუკა კობახიძე, ოლექსანდრ აზატსკი და თორნიკე კაპანაძე.

ქუთაისელები მესამე საკვალიფიკაციოზე განაგრძობენ ბრძოლას და ალბანეთის ჩემპიონ „კუკეშის“ შეხვდებიან. პირველი მატჩი თბილისის მიხელ მესხის სტადიონზე 9 აგვისტოს გაიმართება, განმეორებითი კი სტუმრად – 16 აგვისტოს.

ამ ეტაპის დაძლევის შემთხვევაში, ევრიპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად ტორპედოელებს კიდევ ერთი ეტაპის გავლა მოუწევთ.

 

“ვიკინგური” – “ტორპედო” 0:4(0:2)
2აგვისტო, “ტოფტირ არენა”, ტოფტირი

ტორპედო: კვასხვაძე, აზაცკი, დოლიძე (ჭიჭინაძე 75′), გეგეჭკორი, გიგაური (კუხიანიძე 45′), ჰლინკა, ხურცილავა, ქიმაძე, კობახიძე, ლაჩნი (კაპანაძე 61′), ცინცაძე

 

https://www.youtube.com/watch?v=fI8_WWCcMmY

 

“ტორპედოს” მწვრთნელი კახა ჩხეტიანი:

“ძალიან კარგია, რომ დიდი ანგარიშით გავიმარჯვეთ. მინდა ბიჭებს მადლობა გადავუხადო, ისინი ასეთი რთული გზის შემდეგ საქმეს სერიოზულად მოეკიდნენ, ყველაფერი გაიღეს და შედეგიც სახეზეა. ვულოცავ ჩვენს გულშემატკივრებს გამარჯვებას.
ძალიან ცუდია, რომ მომდევნო მატჩს ჩვენს ქალაქში ვერ ვითამაშებთ, მაგრამ რას ვიზამთ. დაგვემატებიან ის ფეხბურთელები, რომლებმაც დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობა ვერ მიიღეს. შევეცდებით გავახაროთ საქართველო.“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები