LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტორპედოს საქმე კარგად ვერ არის: ვინ შეხვდება ჩვენს გუნდებს ევროპაში

79

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ცნობილი გახდა ყველა განთესილი და განუთესავი გუნდის ვინაობა და ქუთაისის „ტორპედომაც“ სავარაუდო მეტოქეების ვინაობა შეიტყო.
წილისყრამდე კი ბევრი არ დარჩა, 19 ივნისს გაიმართება.

განახლებული წესების მიხედვით, გუნდების ძირითადი ნაწილი პირველი საკვალიფიკაციო რაუნდიდან დაიწყებს, მათ შორის, საქართველოს ჩემპიონიც და ახალი წესის მიხედვით, პირველივე ეტაპზე მარცხის შემთხვევაში, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაინაცვლებს.

ახალი წესების მიხედვით, „ტორპედო“ განუთესავი იქნება, ხოლო მისი მეტოქე შეიძლება წინა სეზონის ჩემპიონთა ლიგის მონაწილეც კი გახდეს.

განთესილი კლუბების და “ტორპედოს” პოტენციური მეტოქეების სია ასე გამოიყურება:

“აპოელი” (კვიპროსი), “ჰაპოელი ბეერ-შევა” (ისრაელი), “ლუდოგორეცი” (ბულგარეთი), “ყარაბაღი” (აზერბაიჯანი), “სელტიკი” (შოტლანდია), “ცრცვენა ზვეზდა” (სერბეთი), “რუსენბორგი” (ნორვეგია), “მალმიო” (შვედეთი), “შერიფი” (მოლდოვა), “კუკესი” (ალბანეთი), “ვიდეოტონი” (უნგრეთი), “ასტანა” (ყაზახეთი), “ზრინსკი” (ბოსნია), “ნიუ სეინთსი” (უელსი), ჰიკი (ფინეთი)

პირველი მატჩები 10-11 ივლისს გაიმართება.

ევროპა ლიგის წილისყრაში სამი ქართული გუნდი მიიღებს მონაწილეობას: თბილისის “დინამო”, “სამტრედია” და საჩხერის “ჩიხურა”.

პირველი შეხვედრა 28 ივნისს გაიმართება, საპასუხო კი – 5 ივლისს. ქართული კლუბებიდან მხოლოდ “დინამო” არის განთესილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები