LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტორტი და დიდი მონიტორი კენჭისყრის საყურებლად – დეპუტატები ზეიმისთვის ემზადებიან

284

პარლამენტის შოთა რუსთაველის დარბაზში დეპუტატები ვიზალიბერალიზაციის საკითხის კენჭისყრის პირდაპირ ეთერში საყურებლად ემზადებიან. დარბაზში დამონტაჟდა დიდი ზომის მონიტორი.

დეპუტატები დარწმუნებულები არიან, რომ ევროპარლამენტარები საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერენ, საკანონმდებლო ორგანოში ზეიმისთვის უკვე მზად არიან.

ევროპარლამენტის გადაწყვეტილების შემდეგ ქართველი პარლამენტარები საზეიმო ტორტსაც გაჭრიან, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით არის გაფორმებული.

ევროპარლამენტში კენჭისყრის დაწყებამდე საათზე ნაკლებია დარჩენილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები