LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თქვენ ახლა აბსოლუტურ სისულელეებს ლაპარაკობთ” – ვახო სანაია პირდაპირ ეთერში მჟავანაძეს დაუპირისპირდა

241

რასიზმის პრობლემა საქართველოში – სატელევიზიო გადაცემა ამ თემაზე, წამყვანის ვახო სანაიასა და რესპონდენტის ნიკოლოზ მჟავანაძეს შორის დაპირისპირების მიზეზად იქცა.

ნიკოლოზ მჟავანაძემ წამყვანს ჰკითხა, რატომ არ აკეთებდა გადაცემას ჰერეთზე, სადაც ქართველების უფლებები ირღვევა. კითხვამ ვახო სანაიას გაღიზიანება გამოიწვია.

“თქვენ მე ვერ მიმითითებთ, როდის რა გავაკეთო. თქვენ რატომ მისაზღვრავთ დღის წესრიგს. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ თქვენ ახლა აბსოლუტურ სისულელეებს ლაპარაკობთ და მერე კიდევ უფრო მეტ სისულელეს ამატებთ!” – მიმართა ვახო სანაიამ ნიკოლოზ მჟავანაძეს და კამათის ბოლოს კარისკენაც მიუთითა.

“თქვენი მიკროფონი გათიშულია. ეგ სისულელეები გარეთ ილაპარაკეთ”, – უთხრა სანაიამ მჟავანაძეს.

https://www.facebook.com/tvpirveli/videos/964993590326615/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები