LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თქვენ იმყოფებით საქართველოში, რომლის 2 რეგიონი ოკუპირებულია – გიორგი მარგველაშვილი 

74

„ბატონო  პრეზიდენტო, თქვენ დღეს ბრძოლის ველზე ხართ და კარგად ხედავთ იმას, რაც ქართველებმა ვნახეთ 1990-იანებში, 2008-ში,” – ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, უკრაინის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა და პეტრო პოროშენკოს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა.

მარგველაშვილმა აქცენტი რუსეთის ინტერესებზე  გაამახვილა და აღნიშნა, რომ საქართველოს და უკრაინას რუსეთის აგრესიის სახით იდენტური პრობლემები აქვთ.   

„ეს არის რუსეთის ფედერაციის ინტერესები, რომელიც ხორციელდება პრივილეგირებულ ინტერესთა სფეროს პოლიტიკით. პოლიტიკით, რომელსაც მოაქვს დესტაბილიზაცია, ადამიანური ტრაგედია, აშორებს ერებს და არა აახლოებს. თქვენ იმყოფებით საქართველოში, რომელმაც ამ წნეხს გაუძლო, რომლის 2 რეგიონი ოკუპირებულია, მაგრამ ორიენტირებულია თანამშრომლობაზე, მეგობრობაზე,“ – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

 

 

 

პოპულალურები