LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”თქვენ იტყუებით”- პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციას

99

”საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით თქვენ იტყუებით და არ შიძლება პოლიტიკაში ამ გზით სიარული” -განცხადება საპარლამენტო უმცირესობის მიმართულებით ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

პარლამენტის თავმჯდომარემ უმცირესობის წევრებს პოლიტიკურ სისტემაში პოზიტიური წვლილის შეტანისკენ მოუწოდა.

”ნუ გააგრძელებთ ჩეული გზით სიარულს, რადგან ეს არ ივარგებს პოლიტიკური სისტემისათვის. თქვენ პოზიტიური წვლილი უნდა შეიტანოთ პოლიტიკური სისტემის განვითარებაში და ამ გზით ვერ შეიტანთ”, – მიმართა უმცირესობას პარლამენტის თავმჯდომარემ.

საპარლამენტო უმცირესობა ახალ საარჩევნო სისტემას მუსოლინისეულ სისტემას ადარებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები