LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თქვენ ხართ ის გუნდი, რომელიც ააშენებს ევროპულ საქართველოს“ – ყრილობა სპორტის სასახლეში

48

პარტია “ევროპული საქართველოს” ყრილობა დღეს, სპორტის სასახლეში გაიმართა.

პარტიის თავმჯდომარედ დავით ბაქრაძე აირჩიეს. პარტიის წევრებმა ასევე, მხარი დაუჭირეს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტზე გიგა ბოკერიას არჩევას, ხოლო გენერალური მდივნის პოსტზე – გიგი უგულავას. თბილისის მერობის კანდიდატად კი, პარტიამ ელენე ხოშტარია წარადგინა.

“თქვენ ყველანი ხართ ის გუნდი, რომელიც ააშენებს ევროპულ საქართველოს და ევროპული საქართველო არის ნამდვილი საქართველო“, – ამ სიტყვებით მიმართა სპორტის სასახლეში შეკრებილ პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ.

მხარდამჭერებს მიმართა ყოფილმა მერმა გიგი უგულავამაც, მან ხაზი გაუსვა იმას, რომ თითქმის სამი წელი ციხეში უმიზეზოდ გაატარა.

“დღეს საქართველოს შურისმაძიებელი და დაბოღმილი რეჟიმი მართავს. მინდა მივმართო მათ, გაათავისუფლეთ პოლიტპატიმრები. გადავშალოთ წიგნი ახალ გვერდზე, დავასრულოთ წარსული და ვიყუროთ წინ”, – აღნიშნა მან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები