LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თქვენ ხართ უტიფრები და უზრდელები… ხელი აუქნიე ბებიაშენს, ბიჭო, შე იდიოტო“ – დაპირისპირება პარლამენტში

127

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საგამოძიებო კომისიის დასკვნას იხილავენ, სადაც ცოტა ხნის წინ ვითარება დაიძაბა. დეპუტატებს შორის ჩხუბი ზაზა პაპუშვილის განცხადებამ და უმცირესობის მიმართ რეპლიკებმა გამოიწვია.

პაპუაშვილმა საგამოძიებო კომისიის მიერ მომზადებულ დასკვნას უგვანო და უშინაარსო, ხოლო უმცირესობის დეპუტატებს უზრდელი უწოდა.

“ეს ადამიანები, ვერანაირ დასკვნას ვერ გამოიტანენ. კომისიამ სამი თვის განმავლობაში მარტო რეკომენდაციების გასაცემად იმუშავა. აქ ლაპარაკი იყო ცინიზმზე, უტიფრობაზე. რამდენჯერ უნდა გითხრთ, რომ ხართ უტიფრები, ცინიკოსები, უზრდელები და კიდევ მეტი… ხელი აუქნიე ბებიაშენს ბიჭო, შე იდიოტო“, – მიმართა უმცირესობის წევრებს ზაზა პაპუაშვილმა, რომლის შეფასებებსაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ხმაური მოჰყვა.

 

ამ წუთებში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის დასკვნის მოსმენა მიმდინარეობს.