LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თქვენ უპირისპირდებით მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ, გამოცდილ ძალას – პრეზიდენტი ელჩებს მიმართავს

88

“თქვენ უპირისპირდებით მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ, გამოცდილ ძალას – რუსულ დიპლომატიას და ამ დაპირისპირებაში ხართ გამარჯვებულები,” – ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, საქართველოს დიპლომატიურ კორპუსს ამბასადორიალი 2017-ზე სიტყვით გამოსვლისას და მათ  გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

„რეალურად ის გამოწვევა, რომელიც ჰქონდა ქართულ დიპლომატიას 2008 წლიდან, როდესაც ოკუპაციის პარალელურად ჩვენ გვქონდა გამოწვევა საერთაშორისო არენაზე ოკუპირებული რეგიონების აღიარების თვალსაზრისით, ამ დაპირისპირებამ გადაიარა ქართული დიპლომატის მხრებზე და თქვენს ეს დაპირისპირება პირწმინდად მოიგეთ. აქედან გამომდინარე, ჩვენი უსაფრთხოების, დაცულობის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დიდი შემადგენელი ნაწილია ის, რასაც თქვენ აკეთებთ ასე წარმატებულად; უპირისპირდებით მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ, გამოცდილ ძალას – რუსულ დიპლომატიას და ამ დაპირისპირებაში ხართ გამარჯვებულები“,  –  განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პოპულალურები