LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თქვენც აიღეთ ვიზა: ევროპა ამერიკელებს შეზღუდავს

48

ამერიკელებს ევროპაში მოსახვედრად შესაძლოა ვიზა დასჭირდეთ. ევროპარლამენტს სურს, რომ გარკვეული შეზღუდვები შტატების წარმომადგენლებისთვისაც დაწესდეს, რადგან ევროკავშირის წევრებს ამერიკაში მოსახვედრად ხშირად ბევრი პრობლემა ექმნებათ.

თუკი თქვენ პოლონეთის, ხორვატიის, ბულგარეთის, რუმინეთისა თუ კვიპროსის წარმომადგენელი ხართ – ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე შესვლა ძალიან გაგიჭირდებათ. ეს საკითხი ევროპარლამენტს 2014 წლიდან აწუხებს და სურს, რომ სამართლიანობის დასაცავად ამერიკელებიც თანაბარ პირობებში ჩააყენოს. თუმცა, იმის გამო, რომ ევროპის ტურისტული სექტორისთვის მათი მნიშვნელობა ძალიან დიდია – ცვლილებების დამტკიცება შეუძლებელი იყო.

ევროკავშირმა გადაწყვიტა, რომ ამ საკითხს კიდევ ერთხელ გადახედოს და სხდომა 15 ივნისისთვისაა დაგეგმილი.

ექსპერტთა შეფასებით, თუკი ამერიკის შეერთებული შტატები უვიზო რეჟიმზე სერიოზულად არ დაფიქრდება, მაშინ კანონი მისი მოქალაქეებისთვისაც გამკაცრდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები